„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ … | Jolo.ge


„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ …

„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ …

მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა ხანში რაღაც უცნაურად შემომხედა, მარტო გამოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა თვალებში და ინტონაციაში.

»გრუზინ?’-,მეკითხება. »და გრუზინ», ვპასუხობ, თან დაინტერესების მიზეზს ვეკითხები.
»გუშინ სამი ქართველი ავიყვანე. რიგის ბაზარში მთხოვეს მიყვანა.
გზაში დამიმეგობრდნენ, ერთ-ერთმა მითხრა, ცოლს დაბადების დღე აქვსო., დამპატიჟა, ბაზარშიც შევყევი, მივეხმარე, ფული დააკლდათ და რაც ჯიბეში მქონდა, მივეცი.
წამოვიყვანე, დატვირთული ჩანთებით შევიდნენ სადარბაზოში,ახლავე ამას ავიტანთ და ჩამოვალთ,კიდევ გასასვლელები ვართო,მითხრეს.
ველოდები, ცუდი მაშინ გავიფიქრე, ნახევარი საათი რომ გავიდა. თურმე გამჭოლი სადარბაზოა.
გადამაგდეს.
გავმწარდი, ასე უნამუსოდ რომ ისარგებლეს ჩემი ნდობით. მანქანაში საწვავიც აღარ მაქვს, ჯიბეში-ფული. მოვდივარ და ვწყევლი ქართველების გაჩენის დღეს.
ვხედავ ვიღაც მაჩერებს, არარუსი. ქართველია, აშკარად.
გცალია? -მეკითხება, მანქანა გამიფუჭდა და უნდა მატარო მთელი დღე, თან კარგ ფულს მთავაზობს.
«ესეც მაგდებს ალბათ,ბენზინს მაინც ჩავასხმევინებ»-ვიფიქრე. ვეუბნები, ბენზინი ახლავე ჩამისხი, მითავდება მეთქი.
«ბენზინის გარეშე როგორ ტაქსაობ, რაშია საქმე» -მეკითხება, თან ჩემი ტონი არ მოეწონა.
მოვუყევი ყველაფერი, დაფიქრდა. წავედითო, მეუბნება.ბენზინი ჩამისხა და
და და ის ფული მომცა წინასწარ, რაზეც მოვილაპარაკეთ. გვიანამდე მატარა, სახლთან რომ მივიყვანე ერთი იმდენს მაძლევს და მეუბნება, ეს იმ ქართველების აიღე და ქართველებს ცუდად ნუ მოიხსენიებო.
„კაკოი ვი ვსიო ტაკი სტრანნი ნაროდ გრუზინი» — დაამთავრა ამბავი.
ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო, ვერ გაიხსენა.
ძველი ბერძნები იდიოტს ეძახდნენ კაცს, ვინც საზოგადოების ცხოვრებაში არ მონაწილეობდა.
სრული სიმართლეა. კაცი მაშინ ხდება კაცი, როდესაც საკუთარ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ის უცნობი მთელს ქართველობაზე გრძნობდა პასუხისმგებლობას და დიდი კაცი იყო.
ნეტა ბევრი იყვნენ ასეთები.

ვასილ გოგალაძე

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე

მას ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება. გოგონას მდგომარეობა მძიმეა. გათიშული აქვს ორივე თირკმელი. სასწრაფოდ ესაჭიროება სტამბოლში გადაყვანა, რათა ჩაუტარდეს ორივე თირკმლის გადანერგვა,


„ქვეყანა, სადაც გადაგვარდა ყველა, აღარ არის ჩემი სამშობლო“ — ჩუბიკა

„ჯობია დავკარგო ყველაფერი ფსევდო და ვიცოდე, რომ სინამდვილეში ვარ, ვიდრე ვიცხოვრო ტოტალურ ტყუილში“ — წერს ცნობილი დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი, ჩუბიკა და


«ლილო მოლის» ადმინისტრაცია ინტერნეტ ტელევიზიას «ლილო-TV» ხსნის

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, შპს «ლილო-TV»-მ მაუწყებლის ავტორიზაცია გაიარა. ინტერნეტ ტელევიზიას «ლილო მოლის» ადმინისტრაცია ხსნის. ახალი ტელეარხი საკაბელო ქსელებსა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*