„ძალიან მაკლდა … შეხება, სურნელი, სითბო …“ — ქართველი ემიგრანტის „ჟილეტი“

by admin | Октябрь 10, 2015 17:15

ბავშვობაში, მამაჩემს და დედაჩემს ჰქონდათ საზიარო ერთი ჟილეტი, ხელნაკეთი იყო, ძალიან უცხო და ლამაზი. შემოდგომიდან გაზაფხულამდე, როდესაც ციოდა, ხან ერთი ჩაიცმევდა ხოლმე მას, ხან მეორე.

მე პატარა ვიყავი და მინდოდა დიდი გავმხდარიყავი, რომ მეც ჩამეცვა ეს ჟილეტი. როდესაც ძილის წინ რაღაცის შემეშინდებოდა ან ავად ვიყავი ვთხოვდი მათ, რომ ეთხოვათ ეს ჟილეტი.

მას რაღაცნაირი სურნელი ჰქონდა. უცნაური, თითქოს თავისი, ინდივიდუალური თან დედისა და მამის. ჟილეტს შემოვახვევდი ხოლმე ბალიშს, ისე, რომ ჟილეტის შიდა მხარეზე თავი დამედო. საოცრად მამშვიდებდა. იმ ღამეს ვიყავი მშვიდად და ტკბილად მეძინა. …

წუხელ ღამით, ოთხი საათისკენ… გამომეღვიძა, თითქოს იმ ჟილეტის სურნელი იყო სადღაც… დიდხანს ვიჯექი საწოლზე. ზრდასრული, მაგრამ ბავშვი… ძალიან მაკლდა … შეხება, სურნელი, სითბო …

 

გიორგი თუმანიშვილი

ნანახია:(363)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/dzalian-maklda-shexeba-surneli-sitbo/