ძაღლის მოტანილი წერილი | Jolo.ge


ძაღლის მოტანილი წერილი

ძაღლის მოტანილი წერილი

…ერთხელ ჩემი სახლის ეზოში დაღლილი ძაღლი შემოვიდა. მშვენიერი საყელოც ეკეთა, კარგად ნაკვებიც ჩანდა და ბალანიც ჯანმრთელად უბზინავდა — ეტყობოდა, რომ სრულებითაც არ იყო უპატრონო და კარგადაც უვლიდნენ. ძაღლი მშვიდად მომიახლოვდა და მეც მოვეფერე — თავზე ხელი გადავუსვი და დრუნჩიც მოვუჩეჩე. სახლში შემომყვა, კარებთან დაგდებული სუფთა ფეხსაწმენდი კბილებით კუთხეში გაათრია, ზედ წამოწვა, კარგად მოკალათდა და დაიძინა.

…მეორე დღეს ისევ მოვიდა, ეზოშივე მომესალმა — ხელი გამილოკა — ისევ სახლში შემომყვა, იმავე ფეხსაწმენდზე წამოწვა და ისევ დაიძინა.

ასე გრძელდებოდა ორიოდე კვირა, ჩემი ინტერესი კი სულ უფრო იზრდებოდა, რადგან ძაღლი საჭმელს არ ეკარებოდა — როგორც ჩანს, სულაც არ მოდიოდა მშიერი — თუმცა ძილის გარეშე არცერთი დღე არ გამოუტოვებია.

….ბოლოს საყელოში წერილი ჩავუდე: „მინდა ვიცოდე, ვინაა ამ მშვენიერი ძაღლის პატრონი და იცის თუ არა მან (ანუ — თქვენ), რომ ის (ანუ — ძაღლი) ყოველდღე დადის ჩემთან დასაძინებლად“.

მეორე დღეს ძაღლი ჩვეულებრივად მოვიდა და საყელოში ჩემი წერილის პასუხი ედო: „ის (ანუ — ძაღლი) ცხოვრობს სახლში, სადაც ექვსი ბავშვი იზრდება, რომელთაგან ორი ჯერ სამი წლისაც არაა. ასე, რომ ის (ანუ — ძაღლი) უბრალოდ ცდილობს, სადმე გამოიძინოს. შეიძლება, ხვალ მეც მოვიდე?

წყარო: ლანა შენგელია

ნანახია:(209)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ძაღლიწერილი

Related Articles

რატომ მიბრუნდა ოზურგეთში ჩამოსული მძღოლი ზესტაფონში

დიდუბის ავტოსადგურში, ოზურგეთის სამარშრუტო ტაქსში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მოხუცი ბებო მძღოლის უკან მდებარე სავარძელში ჩასვა, პატარა ჩანთა ფეხებთან ჩაუდგა და მოხუცს


„სიცილის ფესტივალი“ სტრესის საუკუნეში!

„ადამიანები, რომლებიც არასდროს იცინიან, არასერიოზულები არიან” – ფრანგი ჟურნალისტის ალფონს ალეს ეს სიტყვები საუკუნის შემდეგაც აქტუალურია. მოსაზრება, რომ სიცილი არასერიოზულობის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<