„დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი“ | Jolo.ge


„დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი“

„დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი“

გილოცავთ მცხეთობას! ჭეშმარიტად, დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი. მისი ყურება რაღაცით ვარსკვლავების ცქერას ჰგავს: როგორც ცაში აწმყოს კიარა, ვხედავთ მას, რაც უხსოვარ დროში მომხდარა, ეგრეცა სვეტიცხოველი ათასწლოვანი წარსულის ისტორიას გვამცნობს.

ნახე, ქართველო, რა იყავ, რა შეგეძლო მაშინ… უყურებს დღეს სვეტიცხოველი გაზულუქებულ ქურუმთა და ხელისუფალთა კასტას, რომელმაც შავი ჯიპები ლამის საკურთხეველში შეაგრიალოს… ოხრავს მის ტანში და გალავანში ჩაჭედილ კარმებსა და მეტალოპლასტმასზე, რომელიც უდაოდ სიმბოლოა დღევანდელი უკულტურობის მემკვიდრეობისა…

უყურებს სვეტიცხოველი ამ ყველაფერს, დარაჯობს და ნატრობს ამ ხალხისთვის დროს, რომელიც ცოდნის, წესიერების, კულტურის და სასწავლად ეყოფოდა. და ღამეები გარბიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები… და გარბის ეს ხალხიც მისი ქვეყნიდან.

დროზე გამახსენდა: მეფე გიორგიმ სულ 25 წელი იცოცხლა ამქვეყნად.

«მცხეთის ქალაქს მირონი დუღს, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი.
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!»

ცოტნე გამსახურდია

ნანახია:(39)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს“ …

თუ გინდათ ღრმა დეპრესია აიკიდოთ ორ წუთში, ქართლის სოფლებში ჩაიარეთ მანქანით და ყველაფერს დააკვირდით გარშემო. სახლებს, ეზოებს, მაღაზიებს, ხალხს, ცხოველებს,


«10 ქართული ბრენდი, საქართველოსთან რომ ასოცირდება და რომლითაც ვამაყობთ»…

10 ქართული ბრენდი, საქართველოსთან რომ ასოცირდება და რომლითაც ვამაყობთ. უნიკალურია და ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა-წარმოიქმნა 1. ჩურჩხელა 2. ქვევრი და ქვევრის


«საშინლად დავითრგუნე და გავბრაზდი! გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე…»- თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. «მიმართვა: იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ქუჩაში დგანან…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*