დროებითი მარცხი ყოველთვის წინ უძღვის წარმატებას და ამან არ უნდა შეგაშინოს! | Jolo.ge


დროებითი მარცხი ყოველთვის წინ უძღვის წარმატებას და ამან არ უნდა შეგაშინოს!

დროებითი მარცხი ყოველთვის წინ უძღვის წარმატებას და ამან არ უნდა შეგაშინოს!

»როგორ ფიქრობ, ადამიანი რომელიც ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს და ნებდება მიზნის მიღწევამდე, რამდენი ნაბიჯი უკლია წარმატებამდე? _ ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი ნაბიჯი. სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ახლოს არის მიზანთან.

ადამიანთა უმეტესობა, ნებდება მაშინ როცა, როცა მხოლოდ ერთი მცდელობაა კიდევ საჭირო. ამის მიზეზი კი არის დაბრკოლებები, სირთულეები, პრობლემები და ის » ეკლიანი გზა», რომელიც ჩნდება იმწამსვე, როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას გავაკეთოთ რაღაც, რაც აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია. ფაქტია, რომ წარმატებული ადამიანებისთვის, მარცხი უფრო მეტად შორს არის ვიდრე წარუმატებელი ადამიანებისთვის. წარმატებულები ცდილობენ უფრო მეტჯერ, დაბლა დაცემის შემთხვევაში ფეხზე დგებიან და ასე ყოველ ჯერზე, მანამ სანამ არ გაიმარჯვებენ და არ მიაღწევენ დასახულ მიზანს. წარუმატებლები კი როგორ იქცევიან? _ მხოლოდ რამდენიმე წარუმატებელიმცდელობის შემდეგ,ტოვებენ წარმატებისკენ მიმავალ გზას და ბრუნდებიან იქ, სადაც მანამდე იყვნენ.

უნდა გვახსოვდეს , რომ დროებითი მარცხი ყოველთვის წინ უძღვის წარმატებას. მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ბევრჯელ დამარცხებას და დროებით დაცემას ყოველთვის უნდა ელოდო. თვალი უნდა გაუსწორო ამ უსიამოვნო მომენტს და მარცხმა უნდა გაგაძლიეროს. როგორც ჰენრი ფორდი ამბობს: » მარცხი არის უბრალოდ შესაძლებლობა , რათა უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან». ერთხელ როცა გადაწყვეტ დაისახო მიზანი, ჰკითხე შენს თავს: უკვე რატომ არ მაქვს მიღწეული ეს მიზანი? რატომ არ ვარ უკვე იქ, სადაც მინდა რომ ვიყო? პასუხის შემდეგ დაფიქრდი და მკაფიო გახადე ყველა ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც დგას შენსა და შენს მიზანს შორის. ჩამოწერე ყველაფერი, რაც ფიქრობ რომ ხელს გიშლის შენი მიზნის მიღწევაში და ყოველდღიურად  იმუშავე რათა გადალახო ეს დაბრკოლებები.»

ბრაიან ტრეისის წიგნიდან »მიზნები»

 

ნანახია:(1354)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცრუ და ჭეშმარიტი მოძღვარი

ცრუ მოძღვარი გამშვიდებთ, არ ზრუნავს თქვენს გარდასახვაზე, გამშვიდებთ ისეთს, როგორიც ხართ. ეს იგივეა, რაც ტრანკვილიზატორი, ძილის წამალი. ჭეშმარიტი მოძღვარი კი


„მოვა დრო და ერთხელაც … მაგრამ ჯერ გვექნება უამრვი მცდელობა“…

მოვა დრო და ერთხელაც შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც არასოდეს გვიღალატებენ, მაგრამ მანამდე მოგვიწევს უამრავი ტკივილის გავლა. მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება


ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე! მოდით, დავიწყოთ…»

დღევანდელ დღეს გილოცავთ, როგორც ერთ–ერთს იმ დღეთაგან, რომელიც არასოდეს განმეორდება. სამი რამ არ ბრუნდება უკან არასოდეს: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა. დაფიქრებულხარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<