დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს… | Jolo.ge


დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს…

დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს…

სულ მალე !!!

13 — 14 დეკემბერს,

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,

მე-VII, 24-საათიანი «ექპერიმენტული თეატრის ფესტივალი”გაიმართება !!!

«თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია» CARL-ი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-VII, 24- საათიანი “ ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალში ” მონაწილეობის მისაღებად იწვევს:

— დრამატურგებს,

 

— რეჟისორებს,

 

— მსახიობებს,

 

— სცენოგრაფებს.

კონკურსის თანახმად შერჩეულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფესტივალის ფარგლებში, 24- საათიან ფორმატში, დაწერონ პიესა და დადგან სპექტაკლი.

ჯგუფები დაკომპლექტდება და თემები, შეირჩევა ლატარიის პრინციპით, ფესტივალის დაწყებისას.

⚠️ გთხოვთ გაეცნოთ საკონკურსო ინფორმაციას და 10 დეკემბრამდე განაცხადი შემოიტანოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 24hourtheatrefestival@gmail.com

>>> შემოტანილი განაცხადი გულისხმობს, თქვენს მოკლე ბიორგაფიას ან/და CV-ის ( ქართულ ან ინგლისურ ენაზე ) თქვენს მიერ შექმნილი ნაწარმოების ან შესრულებული როლების ჩამონათვალს. აგრეთვე შესაძლებელია, დამატებითი ინფორმაციის სახით, ფოტო ან/და ვიდეო მასალის გამოგზავნა (ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მასალის მოცულობა და ფორმატი).

გისურვებთ წარმატებას 

ფესტივალის დამფუძნებელი

და სამხატვრო ხელმძღვანელი;

ნინო მაღლაკელიძე

24 H Experimental Theatre Festival

ამერიკულ — ბრიტანული ფორმატის ფესტივალი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კურსდამთავრებულის, ნინო მაღლაკელიძის ინიციატივით, რუსთაველის თეატრში 2011-წელს დაარსდა და მას მხარი საქართველოში ამერიკის საელჩომ დაუჭირა.

კონკურსის საფუძველზე, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დრამის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

საორგანიზაციო ჯგუფში, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან.

პროექტის პარტნიორია თბილისის მერია.

ნანახია:(105)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაეჭვებს, კითხულობენ თუ არა საერთოდ პიესებს“ — ლაშა ბუღაძის კრიტიკა „საბას“ ჟიურის

„მაქვს შეთავაზება პრემია „საბასთვის“ ჟიურის წევრებისთვის: დრამატურგიის ნომინაციას ეწოდოს „დაბალი ღობის“ ნომინაცია“ — წერს ლაშა ბუღაძე „საბას“ ისტორიაში ორად ორჯერ


„ყველა პირმოთხვრილს რაცხავთ პირიმზედ“,-დავით დეფი

გულით მოგეცით ცოცხალი სიტყვა, თუმცა ავადმყოფს არ სურს წამალი. აქედან წასვლამდე მომინდა გითხრათ — ჩემი ადგილი თქვენთან არ არის. თქვენ


«მრისხანება» თუმანიშვილის თეატრის სცენაზე

,,ცოტაც და ავფეთქდებით’’. ასე იწყება ამბავი რვა ადამიანისა, რომელთა ბიოგრაფიები სამუდამოდ გადაიკვეთა და მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა შეუძლებელი გახდა. თითეულ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<