„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი | Jolo.ge


„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

ჯიმ რონი, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა წასულიყო სამოტივაციო ტრენინგზე, რამაც მასზე გარდამტეხი შთაბეჭდილება მოახდინა და წამოიწყო საკუთარი გაყიდვების ბიზნესი. მოგვიანებით მან შეძელო შეერთებოდა სხვა მსხვილ კომპანიებს და გამხდარიყო უზარმაზარი ქსელის ვიცე-პრეზიდენტი.

წარმოგიდგენთ მის ყველაზე ცნობილ ციტატებს:

„არ ისურვო, რომ რაღაც უფრო მარტივი იყოს, ინატრე, რომ შენ იყო უკეთესი. არ ისურვო, ნაკლები პრობლემა, ისურვე, რომ გქონდეს მეტი უნარები; არ ისურვო ნაკლები გამოწვევა, ინატრე მეტი სიბრძნე.“

„ლიდერობა სიძლიერეა და არა უხეშობა; იყავი კეთილი, მაგრამ არა სუსტი; იყავი გაბედული, მაგრამ არა გამანადგურებელი; იყავი დაფიქრებული, მაგრამ არა ზარმაცი; იყავი თავმდაბალი, მაგრამ არა ზედმეტად მოკრძალებული; იყავი ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი; გქონდეს იუმორი, მაგრამ არ იყო სულელი.“

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიტანჯებოდეთ ერთ-ერთით: დისციპლინის ან სინანულის ტკივილით.“

„დღეები ძვირია. როდესაც შენ ხარჯავ ერთ დღეს გრჩება ერთით ნაკლები, ამიტომ დარწმუნდი, რომ მას ჭკვიანურად იყენებ.“

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის.“

„თუ არ გსურს გარისკო რაღაც უჩვეულო, მაშინ მოგიწევს დაკმაყოფილდე ჩვეულებრივით.“

„მოტივაცია არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა კი ის, რაც საქმეს ბოლომდე მიგაყვანინებს.“

„ისწავლე როგორ იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს, ვიდრე მიიღებ იმას რაც გინდა.“

ნანახია:(660)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოტივატორი! — „სწორედ ახლა, აი, ახლა მოვიდა დრო და დაიწყე!!!“

შეინახე ეს სტატია და ზოგჯერ თვალი გადაავლე – მათი დახმარებით, ცხოვრება გაგიმარტივდება! ეს შენი სიცოცხლეა. აკეთე ის რაც გიყვარს და აკეთე


იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს? რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა? წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით — დაიღალეთ? ძალიან


„რეალობა იქმნება დამკვირვებლისგან“ აინშტეინი

დიახ, სამყაროს ჩვენეულ აღქმასა, ანუ ჩვენს რეალობასა და თავად რეალობას შორის არსებობს უზარმაზარი განსხვავება.  ამასთანავე თითოეული ადამინი ქმნის სამყაროს საკუთარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<