დიპლომი არ უდრის წარმატებას | Jolo.ge


დიპლომი არ უდრის წარმატებას

დიპლომი არ უდრის წარმატებას

მიმოიხედე გარშემო: ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აზრით, რომ დიპლომი და უმაღლესი განათლება უდრის საშვს წარმატებულ ცხოვრებაში. საკმარისია, დაამთავრო კარგი უნივერსიტეტი, მიიღო დიპლომი და «ვუალა»… აჰა, დაიჭირე კარგი სამსახური, მაღალი ხელფასი და ცხოვრება შოკოლადში.

უწერიათ კი ამ ოცნებებს ასრულება?

სამწუხაროდ, დღეს რწმუნებულებას: «დიპლომი უდრის წარმატებას», ათიდან ცხრა შემთხვევაში მივყავართ სამუშაომდე: «თავისუფალი სალარო!», «შემდეგი!», «325 ნომერი თქვენია?» და გროშების გამომუშავებამდე.

სწორად გამიგე, განათლება — ძალიან მაგარია! თუმცა აუცილებლად უნდა მოვიშოროთ სტერეოტიპი, რომ «კარგი განათლება — ეს არის საშვი წარმატებულ ცხოვრებაში!»

ოდესმე დაფიქრებულხარ, რატომაა ნამდვილად წარმატებულ პიროვნებათა რიცხვში ამდენი გაუნათლებელი ადამიანი, რომლებსაც ან საერთოდ არ დაუმთავრებიათ უმაღლესი, ან ძალიან ცუდად დაამთავრეს?!

მე არ მოგიწოდებ სწავლაზე თავის დანებებას ან დიპლომის ბებოს სკივრში გადამალვას. აქ საუბარია იმაზე, რომ თავად დიპლომი არაფერს იძლევა, გარდა ილუზიისა.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმადაა გამჯდარი პროგრამა წარსულიდან: «კარგად ისწავლე და ყველაფერი თავისით აეწყობა!» შედეგად მილიონობით სტუდენტი მიაბიჯებს, უფრო სწორად, თავაუწევლად მიქრის ამ გზაზე, რათა დაეუფლოს ცოდნასა და სანუკვარ დიპლომს. შემდეგ კი უკვირთ, თუ რატომ არავის აჰყავს ისინი სამსახურში!

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა: წარმატებას აღწევს ის, ვინც ფლობს ფასეულ უნარებს და არა უბრალოდ — ცოდნას.

იგრძენი განსხვავება?

ერთი კარგი ნაცნობი მყავს, ფსიქოლოგია… ის ჩემზე ბევრად ჭკვიანია და გაცილებით დიდი ცოდნის მარაგი აქვს, მაგრამ მე მასზე 15-ჯერ მეტს გამოვიმუშავებ… რატომ? იმიტომ, რომ მას არ აქვს მოგების მიღების უნარი… მას აქვს უბრალოდ, ცოდნა, რაშიც თვეში ერთხელ იღებს ხელფასს.

უნარი — ეს არის ცოდნა, რომელსაც გააჩნია პრაქტიკული ფასეულობა.

თავისთავად, ცოდნა — წყალია.

როგორც რობერტ კიოსაკი ამბობს: «მსოფლიო სავსეა განათლებული ღატაკებით!»

ცოდნა არაა ძალა, ის პოტენციური ძალაა… აი, ექსპლუატირებული, სისტემატიზებული, მონეტიზებული და მასშტაბირებული ცოდნა, უკვე ძალაა.

დიდი ხნის მანძილზე არ მესმოდა ეს… მე გავიზარდე პერიოდში, სადაც «ხუთოსნობა კაი პონტი» იყო. ხუთიანი დღიურში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბუნდოვნად მახსოვს კლასელების რეაქციები, როდესაც ოთხიანს იღებდნენ და ნერვიულობდნენ ამის გამო.

შემდეგ იყო ბნელი ოთხმოცდაათიანები, სადაც ნათლად გავაცნობიერე, რომ დიპლომი არ მომცემდა აბსოლუტურად არაფერს… გარშემო მგლური კანონები მეფობდა, სადაც თავის გატანა ყველაზე დიდი დიპლომი და საშვი იყო ცხოვრებაში.

როგორ ფიქრობ, რომელი უფრო მომგებიანია დღევანდელ სამყაროში: სამოსანი «Profit» უნარით, თუ ხუთოსანი დიპლომით?

ვფიქრობ, პასუხი თვალსაჩინოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჯობს, ფლობდე ცოდნასაც და უნარებსაც.

ანტაგონისტები იტყვიან ახლა: იმისათვის, რომ გქონდეს უნარი, უნდა გქონდეს ცოდნა! [გამოვიცანი?] მაგრამ უუნარო ყოვლისმცოდნეც გეყოლება ნანახი შენ, რომელსაც არაფერი აბადია და მხოლოდ დამნაშავეების ძებნითაა დაკავებული.

გინდა, მიაღწიო ნამდვილ, გრძელვადიან წარმატებას?

მაშინ გახსოვდეს, რომ — დიპლომი არ უდრის წარმატებას!

შინაგანი ძალა, ცოდნა და უნარები — აი, რა არის შენი წარმატება.

ნამდვილად წარმატებულ ადამიანებს აქვთ მთავარი — ტოტალურ განუსაზღვრელობაში შეხტომისა და მოქმედების უნარი, ხოლო ხუთოსნებს აქვთ რწმუნებულება: «ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი!»

ყოველდღე ისწავლე რაიმე ახალი, აღმოაჩინე ახალი გარემოცვა, ახალი სფეროები, ახალი ჰორიზონტები…

როდესაც შეწყვეტ შაბლონურ მიზნებზე დევნას, აღმოაჩენ, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

მთავარია, გამოაღვიძო შინაგანი ძალა, აღმოაჩინო შენი გულის საქმე და გახდე ექსტრა-კლასის პროფესიონალი.

მე ზუსტად ვიცი, რომ — შენ ეს შეგიძლია!

P.S. მხოლოდ მათთვის, ვისაც ექსტრაორდინალური შედეგების მიღება უნდა… 2 დღეში გავხსნით რეგისტრაციას ახალ დახურულ ჯგუფში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება ძალიან ბევრი სიგიჟე… [ჩვენ რომ ვიცით ხოლმე, იმაზე მაგარი სიგიჟეები]. თავიდან ჯგუფი უფასო იქნება… შემდეგ იქნება ერთ დღიანი ცოცხალი ინტენსივი: «წარმატების ანბანი 2.0 — თვითმენეჯმენტის ვირტუოზი» და შემდეგ კიდევ რაღაც…

მოკლედ, თუ მზად ხარ ნამდვილი ცვლილებებისთვის, გამომეხმაურე კომენტარებში და ერთად შევხტეთ ტოტალურ განუსაზღვრელობაში.

იმოქმედე! შენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

ნანახია:(235)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

ჯიმ რონი ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა


წარმატების 3 საიდუმლო ახალგაზრდა მილიონერისგან

მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“


პაუზა — ეს არის რეალური გამარჯვების წინა პირობა

პაუზა რომელიც იქმნება შუალედით, მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და რეზულტატს შორის, როგორი მდუმარეა, თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*