«არ გამაცილა მამაჩემმა» — დინა მირცხულავა | Jolo.ge


«არ გამაცილა მამაჩემმა» — დინა მირცხულავა

«არ გამაცილა მამაჩემმა» — დინა მირცხულავა

არ გამაცილა მამაჩემმა.
არ გამაყოლა თვალი იმ ჩია კაცმა,
როგორც მამები აყოლებენ
შორეულ გზებზე მიმავალ შვილებს.
არც ხელი არ დამიქნია მამაჩემმა
და არც მკერდზე მიიბჯინა მარცხენა ხელი
ყავრჯენივით,
რომ ამოვარდნისგან გადაერჩინა
გული, რომლის ბაგაბუგიც
სმენას მიხშობდა…
იმ დილით ისე, როგორც სხვა დილას,
მზე შემოუშვა ჩემს თბილ ოთახში
და ბოდიშებით დაიწყო დილა :
— მეგობარია ძალიან მძიმედ,
ვერ გაცილებ და იქ მივდივარ.
კითხვის ნიშანი მქონდა სახეზე და მიპასუხა :
— შენ მას არ იცნობ.
იცრუა მამამ.
მე ყველა მისი ძმაკაცი ვიცი.
მე ყველა მისი ბავშვობის
და ომის ძმაკაცი…
საათზე მეტ ხანს ვუხსნიდი მერე,
რომ გავიზარდე,
უკვე დიდი ვარ,
რომ ბავშვობიდან უნდა წავიდე
და რომ ბავშვობას აქვე ვტოვებ,
ამ თბილ სახლში
და შორს მივდივარ…
მესიზმრა გზაში მიძინებულს,
გზებით გადაღლილს,
რომ მამაჩემი
ჩემს ოთახში
დამჭკნარ ხელებს აფათურებდა
და ჩემს ბავშვობას დაეძებდა
მოსაფერებლად…

საფრანგეთი

ნანახია:(87)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელმაც სელენა გომესის კაბაზე იმუშავა ?…

„გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი… ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ


„ძალიან მაკლდა … შეხება, სურნელი, სითბო …“ — ქართველი ემიგრანტის „ჟილეტი“

ბავშვობაში, მამაჩემს და დედაჩემს ჰქონდათ საზიარო ერთი ჟილეტი, ხელნაკეთი იყო, ძალიან უცხო და ლამაზი. შემოდგომიდან გაზაფხულამდე, როდესაც ციოდა, ხან ერთი


„მენატრები უსაშველოდ დეე, რა გავაკეთო, ვეღარ ვუძლებ უშენობას“ -ემიგრანტი შვილის მესიჯი დედას

„გიოოო, გაუძელი, ცოტა დარჩა!!! ❤️“ „მართლაც როგორი ტანჯვაა ეს მონატრება😓ნეტა მალე დასრულდებოდეს და მალე ახდებოდეს ყველას ოცნება❤❤❤ „გიო😢 ძალიან მესმის 🤗 სულ ცოტაღა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<