fbpx

“დილის ჩვევები, რომლებმაც მილიარდი დოლარი მაშოვნინა”

ავტორი Ann
5,931 ნახვა

ბავშვობაში დილაობით ლოგინში საკმაოდ დიდხანს ვრჩებოდი, რადგან მციოდა და ადგომა მეზარებოდა. როდესაც წამოვიზარდე და იგივე ჩვევები გამომყვა დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემგან წარმატებული ადამიანი არ გამოვიდოდა. დედა მაშინ ჩემთვის ნამდვილი ჩემპიონი იყო და მისი სიტყვები გულზე მხვდებოდა, თუმცა გავიდა დრო და ყველას გასაკვირად მე მილიარდ დოლარიანი ბრენდის მფლობელი გავხდი.

ჩემი სახელია ტომ ბილიუ და გახლავართ კომპანია Quest Nutrition-ის თანადამფუძნებელი და რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორი. დიახ, მე ვარ ის ზარმაცი ბავშვი, რომელსაც დიდი ალბათობით არაფრისთვის უნდა მიეღწია და წარმოგიდგენთ იმ ჩვევებს, რომლებიც ჩემი დილის თანამგზავრნი არიან:

ძილი – მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ სხვები, გონებას წარმატებული მუშაობისთვის კარგად გამოძინება სჭირდება. მე წლების განმავლობაში არ დამიყენებია მაღვიძარა, რადგან უნდა ვიძინო იმდენხანს, რამდენსაც ორგანიზმი მთხოვს.

ვარჯიში – მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს სატრენაჟორი დარბაზში სიარული, ყოველ დილით გაღვიძებისთანავე იქ მივდივარ, რადგან ვიცი, რომ ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა გამოფხიზლებისა და გონების გავარჯიშებისთვის.

გონების ვარჯიში – მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არ არის. აუცილებელია გაავარჯიშოთ გონება, რათა სხარტად ფიქრი და გონების დამშვიდება შეგეძლოთ. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია მედიტაცია.

ფიქრი – მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი გონებას შესანიშნავად ავარჯიშებს, ამ დროს ბევრ სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებთ.

კითხვა – მე ვცდილობ წავიკითხო ყოველდღიურად, რადგან გონებას კვება სჭირდება, იდეები მოდის მას შემდეგ, რაც ბევრ კითხულობთ და ეცნობით ახალ შესაძლებლობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი თემები – შეადგინეთ სია ყველა მნიშვნელოვანი საკითხისა, რადგან გონება არ უნდა დაიღალოს ბევრ საკითხზე ერთდროულად ფიქრით, ამას სჯობს კონცენტრირდეთ მნიშვნელოვანზე.

დააიგნორეთ მეილები – მეილების შემოწმება, ჩემი აზრით, არასწორი მენეჯმენტია. თუ თქვენ პირველ რიგში მეილებს ამოწმებთ ეს ნიშნავს, რომ თქვენ აძლევთ საშუალებას სხვებს დაგიგეგმონ დღე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment