დილის მადლის სასწაულმოქმედი ძალა — ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY» | Jolo.ge


დილის მადლის სასწაულმოქმედი ძალა — ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY»

დილის მადლის სასწაულმოქმედი ძალა — ქოუჩინგ ტექნიკა «GEBY»

წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია იმ სასწაულმოქმედ ძალაზე საუბრობს, რომელიც დილის მადლს აქვს და ქოუჩინგის ერთ-ერთი ტექნიკას «GEBY»-ის გვთავაზობს.

 

G ( GRATITUDE-ინგ.) – მადლიერება

როგორც კი გაიღვიძებთ დილით, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში, თქვენი ყურადღება მიმართეთ და გაიხსენეთ ამ ქვეყნად ვისი, რისთვის და რატომ ხართ მადლიერი. ცხოვრების რომელ სფეროებში გრძნობთ მადლიერებას, ბარაქას და სიუხვეს. საბოლოო ჯამში, ეს10390178_287255814732179_3727977265778066836_n ჩვევაში გადაგივათ და ამით ბევრსამადლობელ მიზეზს მოიზიდავთ. ისწავლით, გაცილებით მეტის დანახვას, ვიდრე ხედავდით აქამდე.

E (EXERCISE-ინგ.) – ვარჯიში

არ დაგეზაროთ, დილის ვარჯიში 15-30 წუთი გახდის თქვენს დღეს  ეფექტურს. ამ დროს, ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს და ბიოქიმიურ მოვლენებს მიჰყავხართ ემიციების, აზრების და მოქმედებების ცვლილებამდე. თქვენ ხდებით, მთელი დღის მანძილზე მობილიზებული, ენერგიული და ფოკუსირებული.

B (BREAKFAST-ინგ.) – საუზმე

არ გამოტოვოთ საუზმე. ის წარმოადგენს საჭმლის მიღების ისეთ დროს, რომელიც აგავსებთ მთელი დღის ენერგიით და აგაცილებთ თავიდან ძილის წინ ჭამის საკითხს. შესაბამისად, მწყობრში ჩადგება  ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაც.

Y (YOU-ინგ.) – თქვენ 

ადამიანი — განსაკუთრებულია სხვა, ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ჩვენ ყველას გვჭირდება პირადი დრო, გამნარტოებით ყოფნა. ამ დროს მნიშვნელოვანია მოიწესრიგო ფიქრები, აზრები10405444_748368638550564_843421805953658997_n, რათა იგრძნო თავი დაბალნსებულად. რა გზას აირჩევთ ამისათვის, გადაწყვიტეთ თავად. ეს შეიძლება იყოს 15 წუთი ლოცვის, მედიტაციის, წიგნის კითხვის, დილის ხედით ტკბობის ფინჯან ჩაისთან ერთად, რომელსაც მიირთმევთ სიამოვნებით…

თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ და დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში გაოცდებით, რამდენად მშვიდი, მობილიზებული იქნებით და რამდენად დროულად, გონივრულად მოახდენთ დღის გამოწვევებზე რეაგირებას.

გისურვებთ წარმატებებს!

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(615)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჩვენი თავისუფლება ჩვენშია

ძალიან დიდი ბედნიერება იმის შეგრძნება, რომ ჩვენი უდიდესი, უდიდესი, ძალიან დიდი შინაგანი ძალაა, საკუთარ თავს მივცეთ ყველაფერი, რასაც გარეთ სხვა


„მე მეუბნებოდი თავი შორს დაიჭირე მაგ ქალისგანო და შენ თავად რას აკეთებ?“

შუასაუკუნეების ევროპაში ძალიან გავრცელებული და პოპულარული გახლდათ ჰენრი დ’ანდელის (Henri D’ Andeli) მიერ დაწერილი პატარა იუმორისტული ამბავი არისტოტელეს შესახებ. ისტორია


თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ!

*** იღბალი უკანა კარიდან შემოდის, უიღბლობას — კარი არ სჭირდება, ყველა ნასვრეტიდან აღწევს, ამიტომ ამოქოლეთ ყველა ნასვრეტი იმის რწმენით, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<