დიდი ისტორია მტრობასა და მეგობრობაზე | Jolo.ge


დიდი ისტორია მტრობასა და მეგობრობაზე

დიდი ისტორია მტრობასა და მეგობრობაზე

ისინი ესპანელები არიან: პლაჩიდო დომინგო — მადრიდელია, ხოსე კარერასი კი, კატალონიელი. 1984 წელს სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის გამო ეს ორი სახელგანთქმული ტენორი ლამის მოსისხლე მტრად გადაეკიდა ერთმანეთს. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ორივე მომღერალმა კონტრაქტში ჩაწერა შემდეგი მოთხოვნა: მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გამართულიყო მათი კონცერტი, ერთი მათგანი მასში მონაწილეობაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა, თუ მეორე მომღერალი არ იქნებოდა მიწვეული. 

1987 წელს ხოსე კარერასს უფრო საშიში მტერი გამოუჩნდა, ვიდრე ეს პლაჩიდო დომინგო იყო: მომღერალს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მან რთული მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, მათ შორის ზურგის ტვინის გადანერგვა და სისხლის გაფილტვრა, რის გამოც იძულებული გახდა, თვეში ერთხელ აშშ-ში გადაფრენილიყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარერასი კონცერტებზე ვეღარ გამოდიოდა, მკურნალობაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მომღერალი მალე ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ის იძულებული იყო მიემართა მადრიდში იმჟამად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა.

სწორედ ფონდ «ხერმოზას» დამსახურება იყო ის, რომ კარერასმა სძლია უკურნებელ სენს და მისი ხავერდოვანი ხმა ისევ აჟღერდა. როცა მომღერალი ფინანსურად ისევ გაიმართა წელში, მან გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ამ ფონდის მუშაობაში და თავისი წვლილი შეეტანა ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობაში. როცა კარერასი ფონდ «ხერმოზას» ოფისში მივიდა, შეიტყო, რომ ფონდის დამფუძნებელი, მთავარი სპონსორი და პრეზიდენტი მისი დაუძინებელი მტერი — პლაჩიდო დომინგო იყო. მეტიც, ხოსემ გაიგო, რომ ეს ფონდი თავდაპირველად სპეციალურად მის დასახმარებლად შეიქმნა.

ორი »მოსისხლე მტრის» შეხვედრა მადრიდში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე შედგა. გამოსვლის დაწყებისას ხოსე კარერასმა შეწყვიტა სიმღერა, მუხლებზე დაეცა დომინგოს წინ და მთელი დარბაზის წინაშე მთრთოლარე ხმით სთხოვა პატიება ყოფილ «მტერს». პლაჩიდომ ის ფეხზე წამოაყენა და მხურვალედ გადაეხვია. ეს იყო ორი სახელგანთქმული ტენორის დიდი მეგობრობის დასაწყისი.

როცა რეპორტიორმა ჰკითხა დომინგოს, თუ რატომ შექმნა ფონდი მისი მტრის დასახმარებლად და სიცოცხლე გაუგრძელა ერთადერთ ადამიანს, რომელიც მას კონკურენციას უწევდა, პლაჩიდომ უბრალოდ უპასუხა:
«იმიტომ, რომ ასეთი ხმის დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვქონდა!»

 

წყარო: Darejan Mepharishvili

 

 

 

 

ნანახია:(47)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გავიშროთ სწორად თმა

ყველაზე კარგი იქნება, თუ თმა თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაშრება ან რბილი პირსახოცის დახმარებით შეიმშრალებთ. ძალიან ცუდია თმის მზეზე გაშრობა,


«იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება»_ გურამ დოჩანაშვილი

1)იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება. 2)ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი. 3)თანხაზე აგებული მეგობრობა თანხასავით ადვილად დაიწვება.


ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა

ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*