„დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან დარჩება» | Jolo.ge


„დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან დარჩება»

„დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან დარჩება»

…როგორ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა კი უნდათ, მაგრამ უბრალოდ ამისათვის გულწრფელად არ სცალიათ:)))

რომლებსაც 100 ლარიან სამსახურში აგვიანდებათ და სწორედ ამიტომ ვერ იცლიან მილიონიანი პროექტის ბიზნესგეგმის დასაწერად 🙂

რომლებმაც ყველაფერი იციან…..და ყველაფერში ერკვევიან , მაგრამ არაფერი და ვერაფერი ვერ მიანიშნებს იმაზე, რომ 
ეეეეეეეეეეჰჰეჰეჰეჰ! რას აკეთებ???? გონს მოდიიიი!!!!

❤️😍
მათ დანახვაზე ჩემი თავი მახსენდება და მიხარია…
მიხარია რომ ისევ იქ არ ვარ, სადაც ვიყავი 🙂
მიხარია, რომ ახლა ამაზე უკვე მეცინება და არა მეტირება
და
კიდევ ის მიხარია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი, ეს დღემეხვალიე „ვითომ» დაკავებული, წრეზე მორბენალი ადამიანები , უეცრად აღმოაჩენენ, რომ ცხოვრება იწყება დღეს და მთელი არსით და შეგრძნებებით დაიწყებენ მას….. საკუთარ ცხოვრებას, რომლის დაწყებაც არასოდეს არ არის გვიანი 🙂

***

…სულ რაღაცას ველით…პროექტის დაწყებას, დასრულებას, დღეობას, გამოდარებას, გათხოვებას, შვილის გაჩენას, გამდიდრებას, დასვენებას, ახალ წელს და ა.შ.
მაგრამ…
სულ გვავიწყდება, რომ ის რასაც ველით ერთი წამია მხოლოდ და შემდეგ ისევ იწყება პროცესი…

თუ ვიცით წამით როგორ უნდა ვისიამოვნოთ, მაშინ ლოდინიც არ გვჭირდება ბედნიერებისათვის — ის ყოველ წამს იგრძნობა…. 
თუ ვისწავლით პროცესს როგორ ჩავატანოთ გემო, ისევ არ აქვს მნიშვნელობა თარიღს და მის ღირშესანიშნავობას — ანუ ჩვენ ვხდებით იმ ბედნიერების მატარებელი, რომელიც ჩვენშია….და ეს მოხდება მიუხედავად ყველაფრისა…

ამიტომ შაქარყინულივით რომ არ ჩაგვადნეს საზეიმო დღეების ლაზათი, ვისწავლოთ იმ ცეცხლის დანთება, რომელსაც ქვია «დღესასწაული რომელიც მუდამ შენთან დარჩება» — და დაე! თქვენი სულიერი მდგომარეობა მუდამ ამ დღესასწაულს უდრიდეს 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(100)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მხოლოდ ასე შეიძლება აბსოლუტური სიმტკიცის მიღწევა…

ადამიანები ასე ცდილობენ სევდას გაექცნენ: მიდიან სოფლებში, სანაპიროებსა და მაღალ მთებში.. თუმცა სისულელეა, შეიძლება ნებისმიერ დროს გაექცეთ სევდას, მაგრამ არა


როგორ მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს, რუდოლფ შტაინერის ექვსი სავარჯიშო

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ფიქრები, ნება და გრძნობები ხშირად აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, შეიძლება ვინმეს მიმართ სიბრალულს გრძნობდეთ, მაგრამ ფიქრობდეთ, რომ ეს


როგორ უიმედო მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, მინდა, გულით გითხრათ ეს სიტყვები…

ახლა , ვზივარ და ვიხსენებ … ცხოვრებაში , რამდენმა ადამიანმა მატკინა გული , ხელი მკრა , ზევიდან მიყურებდნენ … როცა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*