„დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად“… | Jolo.ge


„დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად“…

„დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად“…

ხშირად მეკითხებიან — «როგორ გავხდე წარმატებული?»

აქ არ არსებობს ცალსახა პასუხი, რადგან გააჩნია — ვინ რას ეძახის წარმატებას.

ჩემი აზრით წარმატება — ეს არის როდესაც ზუსტად იცი რა გინდა ცხოვრებაში და ცხოვრობ ისე, როგორც შენს გულს უხარია, ანუ ფასეულობებისა და ძლიერი მხარეების თანახმად.

ამისთვის კი საჭიროა:

1. შინაგანი სიმწიფე. ეს ნიშნავს გქონდეს «კავშირი რეალობასთან» და «კავშირი საკუთარ თავთან». «კავშირი რეალობასთან» ნიშნავს — «აცნობიერებდე, რაც ხდება რეალობაში და აღიარებდე, თუ სად არის აქ შენი გავლენის, კონტროლისა და პასუხისმგებლობის ზონა». «კავშირი საკუთარ თავთან» ნიშნავს — «აცნობიერებდე და აღიარებდე, რაც ხდება შენში — რას ფიქრობ, რას გრძნობ, რა გინდა და რა არ გინდა».

2. მდუღარე სურვილი და მოქმედება იმის მიმართულებით რაც გინდა. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს პირველ ადგილზე არ უდგას წარმატება, ის ვერ შეძლებს ექსტრაორდინალური შედეგების დადებას, ხოლო ყოველივე ზემოთ ხსენებული მხოლოდ მდუღარე სურვილს მოჰყავს მოქმედებაში.

3. თანხმობა და გახსნილობა. თუ ზუსტად არ იცი რა გინდა, სცადე ყველაფერი. დათანხმდი ნებისმიერ სამსახურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ ვერ ერკვევი და არ გაინტერესებს. ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ტესტავ და ამ თუნდაც გაურკვეველი მცდელობების პროცესში, ძალიან ბევრ რამეს გაიგებ საკუთარი თავის შესახებ.

როდესაც «ახალ ცხოვრებას» ვიწყებდი, ჯერ პირდაპირი გაყიდვების კომპანიაში მოვხვდი, შემდეგ ქსელურ მარკეტინგში… ვერც ერთს ვერ ვიტანდი და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საქმიანობები არასოდეს გახდებოდა ჩემი «გულის საქმე», მაგრამ დღეს უზომოდ მადლიერი ვარ მათი, რადგან სწორედ იმ კომპანიებმა შეასრულეს ხიდის როლი და დამეხმარნენ იმის პოვნაში, რასაც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება.

4. პირველი დონე. ადამიანმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დახუროს ფინანსური უსაფრთხოების დონე. მადლიზა დღეს უკვე ძალიან ადვილია ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცი, უბრალოდ, ვალდებულია — იყოს ძალიან მდიდარი და თუ ეს ასე არაა, ესეიგი ის აყოვნებს 100%-იანი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

5. გარემოცვა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ადამიანები ყოველთვის ახდენენ გავლენას ჩვენზე. ისინი ან გვექაჩებიან ქვევით, ან გვეხმარებიან ზრდასა და განვითარებაში.

მოკლედ, დღეს უკვე ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ადამიანს არ უჭირდეს ფინანსურად და ცხოვრობდეს სავსე და ბარაქიანი ცხოვრებით.

როგორც ყოველთვის — არჩევანი შენზეა!

გიორგი თვალაძე

ნანახია:(217)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე შევიყვარებ და ვირწმუნებ – ვინც მე მიყვარს, მათაც ვუყვარვარ“…

პოზიტიური აზროვნების დანერგვა დეილ კარნეგისგან 1. სწორედ დღეს მე მეწვევა ბედნიერება. ბედნიერება არის შიგნით. ის არ არის გარემოებების შედეგი, ამიტომ


„მზად ხარ იმისათვის, რომ სხვისი ცხოვრება გამოიცხოვრო“ ?

როცა მთელი არსებით ზრუნავ სხვაზე, მისი გუნებ-განწყობა, სიხარული და ტკივილი პირდაპირ გავლენას ახდენს შენზე და შენზე გადმოდის. მზად ხარ იმისათვის,


„ეს გამარჯვებამდე მიგიყვანთ!!“

ცხოვრებაში ბევრ რამეს თქვენ თვითონ ანიჭებთ ძალას, შემდეგ ეს „რაღაც“ ან „ვიღაც“ თქვენივე მინიჭებული ძალით თქვენვე გებრძვით. ამ დროს თქვენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<