«დედებო, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!» | Jolo.ge


«დედებო, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!»

«დედებო, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!»

«დედებო, ნუ ართმევთ ბავშვებს ბავშვობას!

«ვაიმე ხელი არ მოკიდო ხეს, ფოთლებს, კარუსელს, ინფექციააა»…ხშირად მესმის ეს სიტყვები. არ ვიცი სხვა მშობლის, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ტალახის ტორტებს ვაცხობდით და დაფნის წვნიანს ვამზადებდით.

დღეს რომ კარგი დიასახლისი ვარ, ალბათ, იმ გამომუშავებული შრომის დამსახურებაა, ბავშვობაში გულმოდგინედ რომ ვზელდი ტალახს. დღეში 20- ჯერ ხელის დაბანით და «არ შეეხო» -ს ძახილით იმუნინეტსაც უკლავთ ბავშვს…

მე არ ვიცი ბავშვი, რომელიც ბურთის თამაშის დროს არ დაეცემა, მაგრამ ონკანისკენ არ გარბის. ეს სისუფთავე არ არის, ეს ბავშვობის წართმევაა შვილებისთვის. მუხლებზე ახლაც მემჩნევა «გასწრობანას» დროს ნატკენი იარები და ისე მიყვარს, თითქოს ყველა იმ იარაში დარბის ჩემი ცელქი წლები.

ხანდახან ისე მინდა კიდევ სილაში თამაში. მაინტერესებს რა გაახსენდება ონკანაწებებულ ბავშვს? ძალიან სუფთაა ვითომ? შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მე ის მაქვს, რაც მათ არასოდეს ექნებათ (ზოგიერთი დედის წყალობით), თავისუფალი თამაშისა და ბუნების მტვერთან ჩახუტების ჰარმონია…

დედებო ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას!!!»- წერს სოციალურ ქსელში ლექტორი და პოეტი თამუნა ხელაძე.

ნანახია:(1451)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამუნა ხელაძე

Related Articles

ისინი ინდოეთიდან საქართველოს სიცილში იწვევენ! რა ხდება 3 მაისს თბილისში?(ვიდეო)

3 მაისს, მსოფლიო სიცილის დღეა. ამ დიდ მხიარულებას წელს საქართველოც შეუერთდება. 3 მაისს, წამოიყვანეთ სიცილის კარნავალზე თქვენი მეგობრები, ოჯახი, შვილები


საქველმოქმედო აქცია — საახალწლო საჩუქრები შშმ პატარებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარების საახალწლო განწყობაზე ტურისტულმა კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველომ» იზრუნა. კომპანიის თანამშრომლებმა და სტაჟიორებმა პატარებს საჩუქრად


ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ აჭარაში

წელს, 27-30 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ გაიმართება, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*