fbpx

დედების საყურადღებოდ – ის რაც ძალიან გაგაკვირვებთ

ავტორი ჟოლო
162 ნახვა

როცა პირველად წავიკითხე თუ მოვისმინე, ბავშვები დედების პრობლემებით ავადმყოფობენო, კი არ გამიკვირდა, ტანსაცმლიდან კინაღამ ამოვხტი, ისე გავბრაზდი.

-ესე იგი, მე ვარ ხომ ყველაფერში დამნაშავე… თან ვყვები ბავშვებს, ღამე არ მძინავს, სულ ამათ ჭამა-დაბანა- სწავლა – ჩაცმა დახურვაში ვარ და საინტერესოა, ავად რომ ხდებიან მე აქ რა შუაში ვარ?
სიბრაზემ ცოტა რომ გამიარა. გამახსენდა კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო)) მაინც რა არის ხალხური სიბრძნე 🙂
და ვიფიქრე, მოდი ერთი კარგად ჩავუფიქრდები, რისი თქმა უნდა ამით ამ ადამიანს, მით უმეტეს, რომ ზოგადად, როგორც წესი სისულეებს არ ამბობს – მეთქი.

და დავფიქრდი. თავიდან ძალიან არ მომეწონა, ის რის დანახვასაც ამ ფრაზის ავტორი ცდილბდა. დიდხანს ვარიდებდი თვალს, მაგრამ ბავშვების სიყვარულმა იმძლავრა 🙂 და მათ ავადმყოფობას საკუთარი სისუსტეების აღიარება ვარჩიე.

მერე და მერე, როცა ბევრი რამ გავაანალიზე, როცა ბევრ ადამიანთან ვიმუშავე, როცა მივხვდი, რა კავშირია დედასა და შვილს შორის და რაში ჭირდებათ ადამიანებს ზოგადად, ავადმყოფობა და კერძოდ – ბავშვების ავადმყოფობა, მივხვდი, რომ გამონათქვამი, რომელმაც ასე გამაბრაზა ძალიან ბრძნული იყო.

უბრალოდ მაშინ მე არ მინდოდა სიმართლისთვის თვალის გასწორება, მერჩივნა ყველაფერი სხვა ვინმესთვის ან სხვა რამისთვის გადამებრალებინა. ასე უფრო ადვილი იყო.

„მა, ჩემ შვილს ხო არ მოვჭრი თავსაო,“ – გახსოვთ ლომის აღშფოთება მულტფილმიდან 🙂
მეც საკუთარ თავს ხომ არ დავაბრალებდი 🙂

ერთი შეხედვით, ძალიან ადვილია ცხოვრება, როცა ყველაფერში სხვა არის დამნაშავე. მაგრამ სინამდვილეში ცხოვრებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა ვაღიარებთ, რომ სიტუაციებს ჩვენ თვითონ ან ვქმნით, ან ვიზიდავთ რაღაცისთვის, რაღაცის გამო.
მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების ავადმყოფობასაც.
თუ თქვენი შვილი ხშირად ავადმყოფობს, დაფიქრდით, რაში გჭირდებათ ეს თქვენ, ან თქვენს რომელ პრობლემას „ამჟღავნებს“ თქვენი შვილი.

როცა მიხვდებით, მოაგვარეთ ეს პრობლემა საკუთრ თავში.
და შემდეგ დააკვირდით როგორ შეიცვლება ბავშვი.

მართლა, იცოდით, რომ გრიპები და ვირუსები მას შემდეგ იწყებს გავრცელებას, როცა ამას საინფორმაციო საშუალებებით გამოაცხადებენ?:)) მაგრამ ამაზე შემდეგ…

თუ თქვენ გამოგადგათ ეს 5 შვილის დედის რჩევა, სხვებსაც გაუზიარეთ, იქნებ როგორ გამოადგეთ 🙂

თამარ საგინაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment