„… დედას ეს ვარდი უნდა მივუტანოო“…  — კადრში გაყინული ემოცია | Jolo.ge


„… დედას ეს ვარდი უნდა მივუტანოო“…  — კადრში გაყინული ემოცია

„… დედას ეს ვარდი უნდა მივუტანოო“…  — კადრში გაყინული ემოცია

«ეს ძალიან მაგარი ბიჭი შემხვდა ბოლნისში. ძალიან გახარებული გარბოდა, წამით გავაჩერე და სად გარბიხართქო, ვკითხე… დედას ეს ვარდი უნდა მივუტანოო. სულ ეს იყო. — საბა ჯინჭარაშვილი 9 წლის.

 

davidვუყურებ ამ კადრს, ვკითხულობ ამ სიტყვებს და მიხარია… მიხარია, რომ საქართველოში ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ასე ლამაზად შემოუნახავენ უთქმელ ემოციას მომავალ თაობებს. მიხარია, რომ ეს „პატარა ფოტოგრაფი“ მე ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც არ იყო ფოტოგრაფი. მიხარია, რომ დღეს ძალიან ხშირად ვხვდები სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოებს წარწერით „David Tabagari Photography”  და მიხარია, რომ შემიძლია კიდევ ერთხელ და ძალიან ბევრჯერ გავიმეორო, რომ მთავარია ძალიან გინდოდეს რაღაც და „მთელი სამყარო დაგეხმარება მის ასრულებაში“.

 

 

დავით თაბაგარი: — ბავშვობიდან, სულ პატარაობიდან, კადრებად ვუყურებდი ხოლმე რაღაცებს, სათამაშო მანქანებს ისე ვდებდი, როგორც კადრს მოუხდებოდა… ჩემი პირველი გადასაღები ლოკაცია ჭიათურა იყო, პირველი ნამუშევარი — ფოტოებისგან გაკეთებული „სლაიდ შოუ“, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. ამას მოჰყვა კლასელებისთვის გადაღებული ვიდეოები ჯერ ტელეფონით, მერე უკვე ციფრული პატარა ფოტოაპარატით.

 

ფოტოების გადაღების მომენტი იმდენად მომწონდა, ეს ფოტოაპარატი თავად შევიძინე. გავყიდე ნივთი, რომელიც აღარ მჭირდებოდა და მშობლების დახმარებით ვიყიდე ის, რაც საყვარელი საქმისთვის გამომადგებოდა.

 

-ყველაზე ხშირად ქუჩის კადრებს იღებ, რატომ?

-თემა, რომელიც მაინტერესებს ესაა: ქუჩა, ხალხი… ვფიქრობ, ქუჩის გადაღება ყველაზე საინტერესოა. ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ქმნიან ხასიათს, განწყობას, ემოციას. მათი გადაღება ყველაზე საინტერესო მაშინაა, როცა მათ არ იციან, რომ უღებ, მაშინ ისინი ყველაზე ბუნებრივები არიან. არ თამაშობენ და ემოციაც ყველაზე მეტად დამაჯერებელია.

მიყვარს ასევე არქიტექტურა, ძველის სინთეზი ახალთან, ძველი მანქანები ძველი ნივთები, რომლებიც დღევანდელ დრომდე შემორჩნენ და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას თანამედროვეობაში…
ვცდილობ ასეთ თემებზე რეპორტაჟები გადავიღო ხოლმე. დღევანდელი ქუჩა ისეთი ტემპით იზრდება, რომ 3-4 წლის წინანდელი ფოტო დღეს უკვე ისტორიის ნაწილია… ძირითადად, ვცდილობ მოვაგროვო ასეთი კადრები. მიყვარს urbex-ის გადაღება, მაგალითად, შენობების რომლებმად ფუნქცია დაკარგეს და დროში არიან გაჩერებული.

 

-ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს…

 

pirveli-ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფოტო მეტად მიყვარს. ყველას ვიღებ იმიტომ, რომ საინტერესოდ ვთვლი. თუმცა ბავშვობის დროიდან მაქვს ერთი გამორჩეული ფოტო. ეს ჯერ კიდევ იმ დროიდანაა, როდესაც ფოტოების გადაღება ახალი დაწყებული მქონდა. ვთვლი, რომ ზუსტად გადმოსცემს იმ ემოციას, რაც მე დავინახე და განვიცადე გადაღების პროცესში. ამ ფოტოს ძალიან დიდხანს ვინახავდი, რადგან ვიცოდი, რომ განსხვავებული ფერები მოუხდებოდა, მაგრამ მაშინ ფოტოების დამუშავება არ ვიცოდი. დამუშავების შემდეგ, ვფიქრობ ძალიან საინტერესო კადრი გამოვიდა.“

 

არავინ იცის, რა ადგილს დაიჭერს ფოტოგრაფია ამ სტუდენტი ბიჭის მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ ეს კადრები თავის სათქმელს აუცილებლად ყოველთვის იტყვის…
ავტორი: ანი ყაზაიშვილი

 

 

nazi

 

ნანახია:(1789)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ გმირი ხარ, ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე!” – მასწავლებლის ემოციური წერილი მოსწავლეს

„მე შენი მასწავლებელი ვარ. მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო. მე უნდა გასწავლო, რომ ხმოვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ. მე უნდა გასწავლო,


«მე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, თუმცა თავს ღარიბად სულაც არ ვგრძნობ“

„მე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, თუმცა თავს ღარიბად სულაც არ ვგრძნობ. ღარიბები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სულ მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ


„ზოგჯერ მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო“…

ზოგჯერ… ზოგჯერ ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ და შიგნით არის კიდევ ის ვიღაც, უხილავი მოსაუბრე … ზოგჯერ კი ყველა და ყველაფერი დუმს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<