„დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს“… | Jolo.ge


„დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს“…

„დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს“…

ამონარიდი მასარუ იბუკას წიგნიდან «სამის მერე უკვე დაგვიანებულია»

1. ტვინის სტრუქტურა სამ წლამდე ფორმირდება.
2. ბავშვი მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რაც აინტერესებს.
3. მთავარი გარემოცვაა და არა გენები.
4. ბავშვს წიგნში მოცემული ნახატის მიხედვით სულ სხვა ამბის ამოკითხვა შეუძლია, ვიდრე ის არის, რასაც მოზრდილი კითხულობს.
5. ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავს შემდგომში მის აზრებსა და ქმედებებს.
6. ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში.
7. არასდროს დატოვოთ ურეაქციოდ ბავშვის ტირილი.
8. ნუ ჩლიქინებთ ბავშვთან.
9. ბავშვის იგნორირება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მისი განებივრება.
10. ახალშობილიც კი გრძნობს მშობლების ჩხუბს.
11. მშობლების ნევროზულობა გადამდებია.
12. ბავშვის სიბრაზე და შური, მისი უძლურების გამოხატვაა.
13. არ დასცინოთ ბავშვს სხვების თანდასწრებით.
14. ინტერესი საუკეთესო სტიმულია.
15. არასწორი კვება მთელი შემდგომი ცხოვრება ცუდ ჩვევებს უმუშავებს ბავშვს.
16. დღის განრიგი ბავშვს დროის შეგრძნებას უვითარებს.
17. მუსიკალური ჰარმონია ყველაზე უკეთ ადრეულ ბავშვობაში შეითვისება.
18. ლექსების ჟღერადობა მეხსიერებას ავარჯიშებს.
19. პატარა ბავშვი ყველაფერი საუკეთესოთი უნდა იყოს გარემოცული, რაც გაქვთ.
20. ძალიან ბევრი სათამაშო ბავშვის ყურადღებას ფანტავს.
21. სათამაშოები ისეთი უნდა იყოს, რომ ხელის შეხება სიამოვნებდეს.
22. ბავშვობაში ფიზიკური ვარჯიშები ინტელექტის განვითარებასაც უწყობს ხელს.
23. სხვადასხვა როლის თამაში ბავშვს შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს.
24. მარცხენა ხელი ისევე გაუვარჯიშეთ, როგორც მარჯვენა.
25. ბავშვებისთვის სიარული სასარგებლოა.
26. სანამ ბავშვს გაზრდით, ჯერ მშობლები უნდა გაიზარდონ.
27. ისწავლეთ თქვენი შვილისგან.
28. ბავშვები მშობლების საკუთრებები არ არიან.
29. დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს.
30. დაე თქვენი შვილი თქვენზე უკეთესი იყოს.

ნანახია:(648)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«აივსეთ იმის რწმენით, რომ 2020 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ» …

ნუ დასვამთ კითხვას, რას მომიტანს 2020 წელი?! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მე რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ 2020 წელს?! ჩამოწერეთ 2020


„მუშტი მოუღერა მას და ხმამაღლა შესძახა… ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი“ …

„1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სთხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და


როგორ უნდა დაინახო საკუთარი სული

„ანტიკვარების მაღაზიაში გამყიდველი მეუბნება — ეს სარკე ძალიან ძველია, 200 წლისაა, არ ღირს ძვირი, არ ინანებთ თუ შეიძენთ. დავდექი სარკის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*