დავლიოთ თუ არა გამოხდილი წყალი? | Jolo.ge


დავლიოთ თუ არა გამოხდილი წყალი?

დავლიოთ თუ არა გამოხდილი წყალი?

წყალი რომ ჩვენი სიცოცხლის წყაროა ამაზე ალბათ საუბარი არ ღირს, თუმცა ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა: არის კი წყალი, რომელიც ონკანში მოდის საკმარისად სუფთა? მცირე ასაკის ბავშვებისთვის მშობლები ამჯობინებენ გამოხდილი წყლის მიცემას, რადგან ფიქრობენ, რომ ასე ის უფრო გასუფთავებულია. წყლის გამოხდა ძველი დროიდან მოდის, როდესაც მისი სისუფთავე ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ან მაგალითად კრუიზის დროს შეუძლებელი იყო ონკანის წყლის მიღება. თუმცა ამ პროცედურას აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს.

 

საინტერესოა, მართლა ასუფთავებს თუ არა წყალს გამოხდა და რამდენად კარგია ის ჯანმრთელობისთვის?

 

გამოხდილი წყალი ნიშნავს წყალს, რომელიც ადუღდა და მივიდა აორქლებამდე. ორთქლი, რომელიც ჩაიდანში ტრიალებს უკანვე ბრუნდება და სინამდვილეში წყლის გასუფთავებას სულაც არ იწვევს, სამაგიეროდ იკარგება უამრავი მინერალი, რომელიც სხეულის ჩამოყალიბებისთვის ასე მნიშვნელოვანია. მინერალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ მათმა დანაკლისმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

 

გამოხდილ წყალს რეკომენდაციას არც სტომატოლოგები უწევენ. მათი თქმით, მინერალების ნაკლებობა სერიოზულად აისახება კბილების სიჯანსაღეზეც.

 

ექიმები გვირჩევენ, არ მივიღოთ ხშირად გამოხდილი წყალი, ონკანის წყალი, თუნდაც დაბინძურებული გაცილებით მეტ მინერალებს შეიცავს და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. და თუ მაინც გვსურს წყლის გამოხდა დავამატოთ მას მერვედი ჩაის კოვზი სოდა.

ნანახია:(4981)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გამოხდილიწყალი

Related Articles

რატომ შეიქმნა და ვინჩის »ვიტრუვიუსის ადამიანი»?

«ვიტრუვიუსის ადამიანი» ლეონარდო და ვინჩის ცნობილი წარწერებიანი ნახატია, რომელიც 1490 წელსაა შესრულებული და მასზე გამოსახულია მოშილიფებული მამაკაცის ფიგურა ორ ერთმანეთზე


პიროვნების გაორება

დისოციაციური იდენტურობის აშლილობა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა, რომლებიც რეკურენტულად ახდენენ გავლენას ადამიანის


ფენომენი, რომელსაც ევოლუციონისტები ვერასოდეს ახსნიან!

ოცეოლა მაკარტი- ქალი, რომელიც ბავშვობაშივე იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ემუშავა მრეცხავად. მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა: საკვებზე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<