by admin | 11 января, 2017 09:27
— სად ისწავლე ბიჭო ფეხბურთი?
— ეზოში
— რა გქვია?
— დათო.
— რა გვარი ხარ?
— ყიფიანი.
— სად მუშაობენ შენი მშობლები?
— მამა ექიმია, დედაც.
— მამაშენსაც დათო ხომ არ ჰქვია შენსავით?
ბიჭუნას გაეცინა:
— თქვენ საიდან იცით?
— შენ ის მითხარი გამოვიცანი თუ არა?
ბიჭუნას ისევ გაეცინა:
— დიახ გამოიცანით… მხოლოდ ზოგიერთი დავითსაც ეძახის მამას.
— ეგ არაფერი… რომ გაიზრდები, შენც დავითს დაგიძახებს ზოგიერთი და სტადიონზეც დიდი ამბით გამოაცხადებს ხოლმე დიქტორი, დავით ყიფიანიო.
ბიჭუნა სახტად დარჩა.
— მე… მე გამომაცხადებენ სტადიონზე?
— ჰო შენ … ხოლო საამისოდ საჭიროა, კარგად ისწავლო და ჩვენს საფეხბურთო სკოლაშც სისტემატიურად იარო სავარჯიშოდ.
— მერე, დედაჩემი და ბებიაჩემი გამიშვებენ?
— მამაშენი ხომ გაგიშვებს?
— მამაჩემი კი, მას მოსწონს ფეხბურთს რომ ვთამაშობ…
[1]
ნანახია:(1397)-ჯერ
Source URL: http://www.jolo.ge/davit-yipianisweriliromelicman-19-wlis-asakshi/
Copyright ©2021 Jolo.ge unless otherwise noted.