„დავინახოთ ჩვენივე თვალებით ჩვენივე მომავალი! “ | Jolo.ge


„დავინახოთ ჩვენივე თვალებით ჩვენივე მომავალი! “

„დავინახოთ ჩვენივე თვალებით ჩვენივე მომავალი! “

უცნაურად და უცებ მომაფიქრდა…
მაშინვე დამაფიქრა…
ოცდათოთხმეტის ვარ…
ოტხმოცდაოთხის ოდესმე ვიქნები?
ან მენდომება,რომ ვიყო…?!
გზაზე,მომიწია დღეს სიარული,
ბევრი ნაცნობი ვნახე,ზოგის დარდი ამოვიცანი,
ზოგის სიხარული გავითავისე,
ზოგის სახე ვერც კი გავიხსენე…
ცხოვრება კლავს,ადამიანებს,
და თუ დაგინახა,რომ ემორჩილები-
ჰოოო,ჰოოო,გკლავს,მარწუხებში გაქცევს და
გითრევს და გითრევს…
მერე დიდ ორმოს გითხრის,ჩვენ ,რომ საფალავს ვეძახით და
ოთხი ფიცრით გისტუმრებს
ჩემმა დღევანდელმა ხეტიალმა,ბევრი მოხუცი შემახვედრა
დარდისგან სახე,რომ დასჭკნობიათ,
საქმისგან ხელები,
ზოგს თავსაბურავი,ისე ლამაზად ქონდა მოხვეული,
ახალ აღსარება ჩაბარებულს გავდა,
ზიარებისგან დამშვიდებულს,
მე, მოვაბიჯებდი და ვფიქრობდი,
ნუთუ მეც ასე ვიქნები?!
ნუთუ დავბერდები?
-აუცილებლად დაბედრები სოფო,
შევხტი,
ჩემი მეორე მეს ხმა მეძახდა,
-შენ საიდან იცი ?სადა ხარ?
-შენში ვარ…
-ზოგჯერ მოხუციც ვარ და ვერ მამჩნევ…
-არა ,გამჩნევ
-საიდან მამჩნევ?
-საიდან და ყველა მოხუცში ჩემ თავს ვხედავ,
-ჰოო,მაშ ახლოს ხარ,პასუხთან,მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც სულ სხვაა…
-და რაა?
-სოფო დავიღალე,
-მაშ,როდის გელაპარაკო?…
-როცა ახალგაზრდა იქნები
-ხვალ?
-შენი ნებაა!
-იყოს ხვალ მაშინ.
-კარგი,ხვალ გელოდები სოფო…
მე ოცდათოთხმეტის ვარ,
ის ოთხმოცდაოთხის,
არადა მასზე ძალიან პატარა ვარ,
და ხანდახან მისი ტოლიც…
ხვალ…
ხვალ, მელოდება
შორს წავედი, იმისგან
რის თქმაც მინდოდა,
გადავიღოთ ყოველდღე ერთი სელფი ბებიებთან,
ბაბუებთან, ნებისმიერ მოხუცთან…
თუნდაც სურათი,
იქნება ეს — ბაზარი, ვაგზალი თუ სადგური…
მე ამის სურვილი ხშირად მქონია…
გამოვაქვეყნოთ და
დავინახოთ ჩვენივე თვალებით
ჩვენივე მომავალი!
ჩვენ ყველა დავბერდებით…

სოფო გოგოლაძე

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუგზარ სულაშვილი:,,არადა როგორ მინდა ვიყვირო! ქვეყანა შევძრა და ყველას გავაგებინო, რომ არსებოებენ დედამიწაზე კეთილი ადამიანები»

საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი «ფეისბუქზე» ემოციურ პოსტს აქვეყნებს:   ,,გუშინ ვითხოვე და მომეცა ახლა, ამ


კატა, აფხაზეთის ომი და ძველი მეგობარი…

კატა — არასოდეს მიყვარდა ეს ცხოველი, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული ფლიდ და ეშმაკ არსებად მიმაჩნდა. ყველა ზღაპარსა თუ იგავში, ჭკვიან მაგრამ


„ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?“

რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ ? აქამდე სად იყავი? ასე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*