დავამარცხოთ შიში და ნეგატიური ფიქრები | Jolo.ge


დავამარცხოთ შიში და ნეგატიური ფიქრები

დავამარცხოთ შიში და ნეგატიური ფიქრები

ალბათ მრავალგზის წაგიკითხავთ და მოგისმენიათ, რომ ნეგატიურ აზროვნებას ცუდ შედეგამდე მივყავართ. შიშის განმტკიცებას ჩვენს ცნობიერებაში ნეგატიური ფიქრების არსებობა უწყობს ხელს. ფიქრები, რომლებიც გვაშინებს წარუმატებლობის და უბედურების მიზეზი ხდება. თუმცა შესაძლებელია მათგან გათავისუფლება ძალისხმევისა და შემართების მეშვეობით.

სურვილი მაგნიტივით მოქმედებს. ადამიანს, როცა რაიმეს ძლიერი სურვილი აქვს, იზიდავს მას, რაც ეხმარება საწადელის ასრულებაში, იქნება ეს სხვა ხალხი, გარემოებები თუ მოვლენები. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში ხდება თუკი ადამიანს ჯერა წარმატების, დარწმუნებულია საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში, აქვს მოთმინების უნარი და ინარჩუნებს სიმშვიდეს.

შიშიც მოქმედებს მაგნიტივით. მიზიდულობის კანონის თანახმად შიშის დროს ირთვება ძალები, რომლებიც სწორედ იმას იზიდავს, რისიც ეშინია ადამიანს. შიში ისევე მუშაობს, როგორც რაიმე ძალიან გსურდეს და გწადდეს. პრინციპი ერთი და იგივეა. მიზიდულობის კანონი მუშაობს ორივე შემთხვევაში.

ყველაზე საუკეთესო მეთოდი შიშის დამარცხების — საკუთარ თავში სიმამაცის გაღვიძებაა. როგორც ბნელ ოთახში ფარდების გადაწევისას შემოდის შუქი, შიში გონებაში სიმამაცით უნდა ჩანაცვლდეს. ნაცვლად იმისა რომ იმეოროთ ,,მე არ მეშინია”, შეგიძლია თქვათ ,,მე ვარ მამაცი”.
ამისათვის საჭიროა იფიქროთ გაბედულად, ისაუბროთ გაბედულად და იმოქმედოთ გაბედულად, იფიქროთ საკუთარ თავზე, როგორც მამაც და გაბედულ ადამიანზე. საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ადამიანს შეუძლია არა მარტო დაძლიოს შიში, არამედ მიაღწიოს კიდეც საწადელსაც.

მიმოიხედეთ ირგვლივ. დააკვირდით წარმატებულ ადამიანებს. განა მათი დევიზი არ არის ,,შემიძლია და გავაკეთებ”. ხოლო ხელმოცარული ადამიანები განწყობილი არიან საპირისპიროდ, რომ არ შეუძლიათ. თუმცა წარმატების მიღწევის პოტენციალი შესაძლებელია მათ უფრო მეტიც კი ქონდეთ. შიში კი საშუალებას არ აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესალებლობები.

ნუ დაახარჯავთ საკუთარი ფიქრების ძალას ნეგატივს. პირიქით გამოიყენეთ თქვენთვის სასარგებლოდ. ირწმუნეთ, რომ ,,შეგიძლიათ და გააკეთებთ”. ამით თქვენ ახალ ვიბრაციებს შემოუშვებთ საკუთარ ცხოვრებაში.
საუკეთესო საშუალება დაამარცხო შიში, შეწყვიტოთ მასზე ფიქრი და დაიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების.

შიში ბადებს შფოთვას, სიძულვილს, შურს, ბოროტებას, მრისხანებას, უკმაყოფილებას, წარუმატებლობას. შიშის გაქრობასთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილიც ქრება.
შიშის დამარცხება ერთადერთი საშუალებაა შეიგრძნო თავისუფლების გემო. სანამ შიში გმართავთ რთულია მიაღწიო წარმატებას.

საკუთარი გონება მხოლოდ პოზიტიური, გაბედული ფიქრებით აავსეთ და ნუ დაუტოვებთ ადგილს შიშს. შიში ნეგატიურია, ხოლო გაბედულება — პოზიტიური.

სანამ ორჭოფობთ, სანამ ეჭვი გეპარებათ, სანამ არ გჯერათ მანამ რთულია საკუთარი ფიქრების ძალა თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ. საკმარისია ისინი მოიშოროთ და თქვენი მიზნები ადვილად მიღწევადი გახდება. შეგიძლიათ ცადოთ. გააკეთეთ ის, რასაც გააკეთებდით, რომ არ გეშინოდეთ. ეს კარგი სავარჯიშოა. შედეგს მალევე შეამჩნევთ. გაბედულებაზე გადაწყობა წინააღმდეგობების დაძლევაში დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ შიში თვითონაც პატარა და მშიშარაა. და როცა ძლიერ წინააღმდეგობას ხვდება უკანმოუხედავად გარბის.

ნინა ვასაძე

ნანახია:(920)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ოქროს სინათლის მედიტაცია — თუ ამ მარტივ მეთოდს სამი თვის განმავლობაში გამოიყენებთ, გაოცდებით…

ოქროს სინათლის მედიტაცია მარტივი მეთოდია, უნდა მოახდინოთ თქვენი ენერგიის ტრანსფორმირება და მიმართოთ ის ზევით. ეს პროცესი, სულ მცირე, დღეში ორჯერ უნდა


ცვლილებები ძენის 10 პრინციპით

1. თუ ადამიანი გიყვარს არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. აზრად არ მოგივა, მისი შინაგანი სამყაროს საზღვრების დარღვევა. 2. შეწყვიტე იმაზე ფიქრი


მასწავლებლის გაკვეთილი მებრძოლს

„ვინ უფრო ძლიერია ხმალში? – იკითხა მებრძოლმა. — გადი მინდორში მონასტრის წინ. უთხრა მასწავლებელმა. იქ ერთი დიდი ქვა არის. შეურაცხყოფა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<