დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა — რატომ?

by admin | Апрель 27, 2017 17:28

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს:

— სამი ჩიტი იჯდა ტოტზე. ერთმა მათგანმა გადაწყვიტა გაფრენილიყო. რამდენი ჩიტი დარჩა ტოტზე?

— სამი… გაუბედავად ამოღერღა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

— რა თქმა უნდა სამი, — გაიღიმა მასწავლებელმა, — ვინაიდან, ჩიტმა, მხოლოდ გადაწყვიტა გაფრენა, მაგრამ პრაქტიკულად, არაფერი მოუმოქმედებია ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ნურასდროს ნუ აურევთ ერთმანეთში გადაწყვეტილების მიღებას და პრაქტიკულ მოქმედებას. ხანდახან შეიძლება გეჩვენება რომ უკვე გაფრინდი, მაგრამ სინამდვილეში ჯერ ისევ ტოტზე ზიხარ.

გაიხსენეთ თქვენი უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომელიც არა და არ იქცა მოქმედებად და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა — რატომ?

http://mebonia.net/superefeqturoba[1]

ნანახია:(258)-ჯერ


Endnotes:
  1. http://mebonia.net/superefeqturoba: http://mebonia.net/superefeqturoba

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/dausvit-sakutar-tavs-shekitxva-ratom/