დათვალე ერთგული ადამიანები … | Jolo.ge


დათვალე ერთგული ადამიანები …

დათვალე ერთგული ადამიანები …

აიყოლია, წააქეზა და დაღუპა.

ნდობა — იშვიათი თვისებაა, ადამიანის თვისებებს შორის.

სანდო — ღვთისგან დაჯილდოებულია.

თუ ყურადღებით დააკვირდები, ადვილად ამოიცნობ სანდო ადამიანს. — ის თავმდაბალია, არასოდეს არ აქეზებს მეორეს, არავის არ პირდება ერთგულებას. არასოდეს არ ამტკიცებს თავის კეთილშობილებას.

მოიპოვა ნდობა, დააჯერა ერთგულებაში, შუა გზაში მიატოვა და დაღუპა.

გულუბრყვილო ადამიანი თავის თავის მტერია.
ის მსხვერპლია, არასანდო ადამიანის.

ზოგმა თავადაც არ იცის, რომ არასანდოა.
იმასაც ვერ ხვდება, ვინ არის სანდო.

ორი არასანდო ადამიანი დამეგობრდნენ.
,,მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო»

ნდობა დაკარგული ადამიანი უფსკრულშია გადაჩეხილი, ის შოკისგან ვერ აცნობიერებს რა ხდება მის თავს.

რამდენს ენდობი?
რამდენი გენდობა?
ამ უბრალო კითხვებით მიხვდები ყველაფერს.

დათვალე ერთგული ადამიანები.
რაც უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩენ შენს ირგვლივ, ვის ენდობი და ვინ გენდობა, მით უფრო ძლიერი პიროვნება ხარ და სწორად ცხოვრობ.

სანდო ადამიანი კეთილია, რომელიც არასოდეს არ მიგანიშნებს თავის გაკეთებულ სიკეთეზე.

ჭეშმარიტად კეთილმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის კეთილია, მან მხოლოდ ის იცის, რომ ადამიანები უნდა გააბედნიეროს.

ჭეშმარიტ კეთილი ადამიანი მადლიაერებასაც არ ელოდება.

მდლიერება ცალკე ნიჭია ღვთისგან ბოძებული.

უმადური არასანდოა.

უმადურმა, არასანდო აიყოლია, წააქეზა და დაღუპა.

დააკვირდი, ისწავლე და გაიაზრე, ვისი უნდა გჯეროდეს, ვის უნდა ენდო და ვისგან უნდა მიიღო სიკეთე.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(493)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბრაიან ტრეისის რჩევები მეტი მოტივაციისთვის

მოტივაცია მთავარი რამაა წარმატების გზაზე. თუ გსურ მიაღწიოთ მიზანს, იმას რაზეც ყოველთვის ოცნებობდით საკმარისია იყოთ მოტივირებული, ეს კი სწორ ნაბიჯებს


რა უნდა შეცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგიძღვნათ“?

როგორ დავეუფლოთ მამაკაცთან ურთიერთობის ხელოვნებას ? რა უნდა შევცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგვიძღვნას?“  ამასთან დაკავშირებით, სასარგებლო რჩევებს, ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილისგან მოისმენთ. 


რამდენის მისაღებადაც ვართ მზად, იმის შესაბამისად დავინახავთ და მივიღებთ

— სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთს როგორიც არის, არამედ მასში ვხედავთ ჩვენი გონების შემადგენელს. — და როგორია სინამდვილეში სამყარო? — ის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<