„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“ | Jolo.ge


„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“

„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“

არაფრით არ ჯერათ ადამიანებს, რომ ზეიმი და დღესასწაული მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ჩვენ დრო კი არ გაგვყავს, ან დროს კი არ ვატარებთ, არამედ ვცხოვრობთ ჩვენთვის განკუთვნილ დროში.
ჩვენზეა დამოკიდებული, რაში ან როგორ მოვიხმართ ამ წუთებს. 
რა დრო გასულაო, ხშირად გვითქვამს და გვინანია წარსული.
ნუ გაატარებ დროს, გამოიყენე სასარგებლოდ. იყავი მშვიდი და იზრუნე ჯანმრთელობაზე, რომელიც შეუფასებელია.
დრო არ მაქვს თავს მივხედოო, ვამბობთ და არ ვფიქრობთ შედეგზე.
სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ახალგაზრდობა, სიმდიდრე, სიღარიბე და ტანჯვა დროებითია. მარადიული მხოლოდ სიკვდილია, რომელიც ვერავინ ვერ დაამარცხა.
ადამიანთა ხვედრი: დროებით ახალგაზრდა, დროებით ჯანმრთელი, დროებით გამარჯვებული, დროებით ნეტარი, დროებით მდიდარი და დროებით ცოცხალი.
დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა.
ნუ დარდობ ირგვლივ უსამართლობაზე, შენ იყავი მართალი და წესიერი.
ყველამ საკუთარ შეცდომებზე რომ იფიქროს, არც უზნეობა იქნება, არც უსამართლობა.
სხვისკენ გაშვერილი თითი შემოიტრიალე შენსკენ, თქვი რა დააშავე, თუ არ იტყვი გაიფიქრე მაინც და ინანე. ნუ შეგეშინდება სინანულის, სინანულიც დროებითია.
არასოდეს არ ვფლანგავ დროს, დროულად მიხარია და დროულად ვწუხარ.
დროებით ვარ ბედნიერი, დროებით მაპატიეთ.
დროებით მიყვარხართ.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(112)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ამ დროს სიმშვიდეა საჭირო, აგრესიით და ჯიბრით ყველაფერს გააფუჭებ“…

თუ ადამიანი ყურადღებით არ მოგექცა და არ მოგიკითხა, გული არ დაგწყდეს, გაუგე. მერე შენც თავისუფლდები ვალდებულებისგან მოიკითხო და ყურადღება გამოიჩინო.


აუტოტრენინგი — თვითშთაგონების სასწაულებრივი ძალა

XX საუკუნის 20-30-იან წლებში გერმანელი ფსიქოთრაპევტი დოქტორი შულცი მკურნალობის მეთოდად ჰიპნოზს იყენებდა. იგი შთააგონებდა თავის პაციენტებს სიმშვიდეს, მოდუნების, ნაწილობრივი და


„მოისროლე „წვრილმანი აზრების“ ბორკილები“ — რობინ შარმა

დაიმახსოვრე: ვერაფერი შეაჩერებს ადამიანს, თუ მას შეჩერება არ სურს. ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილი მარცხი არც განუცდია – მან უბრალოდ ბრძოლაზე თქვა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<