„დარწმუნებული იყავი, რომ ფეხს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე“ — აბრაამ ლინკოლნი | Jolo.ge


„დარწმუნებული იყავი, რომ ფეხს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე“ — აბრაამ ლინკოლნი

„დარწმუნებული იყავი, რომ ფეხს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე“ — აბრაამ ლინკოლნი

„როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია“.

„ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში, იყავი კარგი კაცი“.

„ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება“.

„თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე“.

„ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია“.

„უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ, რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ“.

„ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე“.

„არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა“.

„მიყვარს იმ კაცის ნახვა, ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით“.

„ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ“.

„დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე“.

„როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?“

„ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ“.

„ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი“.

„ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი“.

„უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია“.

„ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს“.

„შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ“.

„მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება“.

„ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული“.

„როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება“.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი“.

„მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება“.

„ის ვინც პასიურად ელოდება, ბოლოს და ბოლოს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ მას რაც დარჩა იმას ვინც ენერგიულად მოქმედებდა.“

„ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს“.

ნანახია:(3808)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

იმისთვის, რომ კარგი სიახლე შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში — გააკეთეთ ეს!

იმისათვის, რომ რაიმე ახალი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ძველი უნდა დავალაგოთ, დავახარისხოთ, შევაფასოთ და მივუჩინოთ კუთვნილი ადგილი, — ამბობს „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი


თუ გინდა, ოცნება სინამდვილედ იქცეს

„აი, სიტყვა, რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს. წადით ახლა შინ და დაივიწყეთ, თუ ღმერთი გწამთ, ეს სულელური სიტყვა — „შეუძლებელია”. „საკმარისია, წარმოიდგინო, რომ


მსგავსი იზიდავს მსგავს

ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<