«დაფიქრებას, ანალიზს და სიმშვიდეს — წარმატება მოაქვს»… | Jolo.ge


«დაფიქრებას, ანალიზს და სიმშვიდეს — წარმატება მოაქვს»…

«დაფიქრებას, ანალიზს და სიმშვიდეს — წარმატება მოაქვს»…

მოხვიდე «ადამიანად» — დიდი წყალობაა შემოქმედისგან. ხოლო სვლის გაგრძელება, შემეცნება და ქვეცნობიერის ვარჯიში — ნამდვილი ზეიმი თქვენი სულისთვის.

***

თითოეული ჩვენგანი ამ სამყაროში არსებული «ფენომენია», საკუთარი ბუნებით და ღრმა ფსიქოლოგიით. თავად ვმოქმედებთ აწყმოში და ვწერთ მომავალს. დაფიქრებას, ანალიზს და სიმშვიდეს — წარმატება მოაქვს. სამყაროს კეთილგანწყობა თქვენ!

***

როდესაც გექნებათ ბედნიერი წუთი — სწორედ ამ დროს, ხშირად უმეორეთ თქვენს თავს, რომ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგყვებათ. მიეჩვიეთ გაცემას, რომ მიიღოთ კიდეც. განსაკუთრებით — გაეცით დადებითი ემოციები, რადგან ნუ ფიქრობთ სამყაროში მხოლოდ მატერია ბრუნდება, არა! ბრუნდება ყველაფერი! ამიტომ, როცა გაგიჭირდებათ გამხნევებაც არ დააყოვნებს.

***

სამყაროში არსებობს პრობლემის ორი სახე, ფორმა თუ ზომა. სწორედ ამაზეა ნათქვამი მედალს ორი მხარე აქვსო. პირველი მხრიდან ადამიანი მხოლოდ უარყოფითს ხედავს, სადაც ტანჯვის მეტი არაფერია, მეორე კუთხიდან კი სწავლობს და აცნობიერებს რა მოუტანა აღნიშნულმა ცხოვრებაში. ამიტომ რაღაცის ამოძირკვას კი ნუ ეცდებით, პირიქით — მისი მიღება და მასთან მეგობრობა უნდა შეძლოთ. ესაა ბალანსი, როცა გეძლევათ მისი მართვაც და შეცნობაც უნდა შეძლოთ.

***

იმედგაცრუება და პრობლემა ცხოვრებას ამრავალფეროვნებენ. ამიტომ საჭიროა მარცხი, რომ ადამიანმა მიიღოს გამოცდილება, დაბრძენდეს, მერე კი გახდეს იმაზე ბევრად უკეთესი და მოტივირებული, ვიდრე აქამდე ყოფილა. «შეცდომით» ვსწავლობთ და «შეცდომითვე» ვიზრდებით.

***

თუ არ შეიყვარებთ — ვერ იხილავთ უზენაესს, თუ ვერ აპატიებთ — ბოღმის მორევში აღმოჩნდებით, თუ განიკითხავთ — იმავე ბედს ეწევით, თუ დაეხმარებით — საზღაურსაც ნუ მოითხოვთ. არ დატოვოთ გაჭირვებული მაშინ, როცა დახმარება შეგეძლებათ, გაეცით, იხარონ, ანუგეშეთ, აიმედეთ, ბოლომდე გამოაკეთეთ და მერე წადით. ჩაეხუტეთ, რომ თქვენი სიხარული სხვისთვის გადამდები აღმოჩნდეს, იზრუნეთ, არა მხოლოდ სათქვენოდ, სასხვისოდაც, გაუნაწილეთ ემოციები, ერთად დადექით რომ ერთადვე შეძლოთ ჭირის დაძლევა. გაახარეთ ერთმანეთი, სამყარო მშვენიერია.

***

სიყვარულშია სიმართლე და სიმართლეში — თვით სიყვარული!

 

პატივისცემით — გიორგი ლობჯანიძე

ნანახია:(959)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გაბედე! … და მთელი სამყარო დაგეხმარება….

…რა საყვარლები არიან ადამიანები…მათ თითქმის ყოველთვის იციან რა უნდა «ქნას» პრეზიდენტმა, პრემიერმა,მერმა, ვიღაც მდიდარმა ადამიანმე, ვიღაცის ცოლმა ან ქმარმა, თურქეთის


»შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება» — ბილ გეითსი

უილიამ ბილ გეითსი დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს, სიეტლში (აშშ). ბილ გეითსი გახლავთ ყველასთვის ცნობილი კომპანიის, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი. 2016 წლის


საქმიანი მოლაპარაკებების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი კონფლიქტური სიტუაცია გვხვდება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული დიპლომატია. მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<