დაფიქრდით რაში ხარჯავთ იმ ძვირფას დროს, რასაც სიცოცხლე ჰქვია… | Jolo.ge


დაფიქრდით რაში ხარჯავთ იმ ძვირფას დროს, რასაც სიცოცხლე ჰქვია…

დაფიქრდით რაში ხარჯავთ იმ ძვირფას დროს, რასაც სიცოცხლე ჰქვია…

…კაპრიზებით სავსე, ბუტია ადამიანი, რომელიც გარემოებებს ან მოვლენებს იყენებს იმისთვის რომ გამრუდებული ყურადღება მიიქციოს. სახის გამომეტყველება შეწუხებული, ცხვირი ზევით აუწევია ან პირიქით უკიდურესად დაღონებულა, რომელსაც ეს გარკვეული მოვლენა ან გარემოება სახის ყოველ მიმიკაში აქვს ჩაქსოვილი …

… და ამ დროს მეორე ადამიანი, საოცრად სასაცილო, რომელიც მას ყველაფერს უსრულებს, დაფუსფუსებს მის ირგვლივ ფეხის წვერებზე, და უნდა ასიამოვნოს და კმაყოფილი დატოვოს….

ჩემო კარგო, მეორე ადამიანად წოდებულო, ასეთი ადამიანის კმაყოფილება დროებითი და ამაოა, მას ის სურს რომ ამ მდგომარეობაში იყოს, არ უნდა აქედან გამოსვლა, პოზა პოზისთვის, ის სურვილებისთვის არ აკეთებს ამას…

…აი სწორედ მასავით ხშირად, ჩვენი მდგომარეობები და პოზები მოგვწონს სიცოდვილის დოზა არ ხდება საკმარისი, რომ თავი გაანებო ამ საქმეს… მოგვწონს დანაშაულის შეგრძნება, და რამდენიც არ უნდა დავსაჯოთ საკუთარი თავი, ვატკინოთ და გავამწაროთ, საკმარისს სასჯელს ვერ მივუზღავთ ხოლმე… ან მოგვწონს უსაქმურობა და სიზარმაცე, და ვწუწუნებთ ჩვენს ბედზე, და ამ დროს ვერანაირი შემოთავაზება თუ საქმე ვერ დაგვძრავს ხოლმე ნეტარი ადგილიდან… ან კიდევ მსხვერპლის შეგრძნება, რა ნეტარია ეს მდგომარეობა როგორი ტკბილი, არანაირი ადამიანის გათელვა და განადგურება არ ხდება საკმარისი რომ ადამიანმა ამ მდგომარეობაზე უარი განაცხადოს…

…ეს ყველაზე «წარმატებული» ნეტარი» მდგომარეობებია, თუმცა ამ სიას უსასრულოდ გავაგრძელებდი… მაგრამ მოდით დაფიქრდით ყველას თქვენი გექნებათ… დაფიქრდით რაში ხარჯავთ იმ ძვირფას დროს, რასაც სიცოცხლე ჰქვია…

სიყვარულით შენი ანნა ♡

 

ნანახია:(168)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა …

ძირითადი საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან მოდის. „გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა. *  *  *  ჩვენი ნამდვილი


მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი

მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი: მილტონ ერიქსონის ხუთმა პრინციპმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას, პიროვნული განვითარების ახალ ეტაპს, რომლის ცენტრშიც ადამიანია-როგორც


რამდენიმე რჩევა ბედნიერებისთვის

1. ბედნიერი ის არის ვინც შეიგრძნო ღვთაებრივი სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2.პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გაქცევთ თავისუფალ ადამიანად. 3.როცა თქვენ პოზიტიურ მომენტს მოძებნით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*