დაოსური ფილოსოფიის ძალა — სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად… | Jolo.ge


დაოსური ფილოსოფიის ძალა — სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად…

დაოსური ფილოსოფიის ძალა — სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად…

მამუკა მანგოშვილი და დაოსური გამაჯანსაღებელი პრაქტიკები თბილისში

ხუთი ძირითადი სტიქიის მიხედვით სხეულის გაჯანსაღება უჯრედის დონეზე,

ქრონიკული დაავადებებისგან გათავისუფლება,

ენერგეტიკული წმენდა,

ჩრდილოეთის ვარსკვლავის დახმარებით საკუთარი გზის გასუფთავება — ეს იმ ტექნიკების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც LD მედიტაციის ცენტრში დაოსურ გამაჯანსაღებელ პრაქტიკებზე გაეცნობით.

ყოველკვირეულ შეხვედრებზე იდეალური ჯანმრთელობისა და სუფთა ენერგიის გამოსამუშავებელ უნივერსალურ მეთოდებს მამუკა მანგოშვილი შეგასწავლით.

პროგრამაშია ძველი ჩინური და თანამედროვე ფსიქოენერგეტიკული სისტემების უახლესი მოდელები, — ტაიჩი, ციგუნი, საკუთარი ენერგიის მართვა და სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად…

მამუკა  მანგოშვილი, ყოფილი სპორტსმენი გახლავთ. 80-იან წლებში  ის საქართველოს  ახალგაზრდული  ნაკრების  ფეხბურთელი იყო, ხოლო  90-იანებში  უკვე  მძლეოსნობამ გაიტაცა, მოკლე  მანძილზე  სწრაფ სირბილში საქართველოს  არაოფიციალური  რეკორდიც აქვს დამყარებული.

მამუკა მანგოშვილი:  შორ  მანძილზე სირბილითაც „ვერთობოდი“  (მარათონი), რამაც  განაპირობა  კიდეც 90-იანი  წლებიდან აღმოსავლური გამაჯანსაღებელი სისტემებით ჩემი დაინტერესება, — ადამიანის  ფიზიკური  სიჯანსაღე, გამძლეობა, ფსიქიკისა და  ფიზიკური  სხეულის  კოორდინაცია, შინაგანი  რეზერვები, ფსიქოენერგეტიკული  მოდელები    და  ა.შ..

ვვარჯიშობდი თაი ძი ციუანში (ტაი ჩი) აღმოსავლური  ორთაბრძოლების სპეციალისტ იური  ყეინაშვილთან. იქედან  მოყოლებული  კი გარკვეული კუთხით განვავითარე  და დავამუშავე პრაქტიკული  ვარიანტები,  ჩვენებურ მენტალიტეტსა და  კულტურაზე შეძლებისდაგვარად მოვარგე და ამ ეტაპზეც ამ სფეროში არსებული გამოცდილების  გაზიარებით  და  განვითარებით ვარ დაკავებული …

დაოსური გამანჯასაღებელი პრაქტიკები იწვევს  „შიდა ძრავის“  ამუშავებას, ადამიანი ხდება ჯანმრთელი, დაუღალავი,  გამართული  მოძრაობებითა და გამართული აზროვნებით, უსასრულოდ  ვითარდება ენერგო ინფორმაციულად, ახდენს საკუთარი  ენერგიის დაბალანსება-ჰარმონიზებას და მძლავრი ენერგოსტრუქტურის ჩამოყალიბებას.

იმუნიტეტის ამწევი უნიკალური სავარჯიშოს მეშვეობით აქტიურდება ორგანიზმის  დაცვა  უჯრედის  დონეზე, თავისუფლდება  ქრონიკული  დაავადებებისგან  და  ა.შ.  ეს  ყველაფერი სრულდება ბუნებრივად და მარტივად, მისაღებია  ნებისმიერი  სქესისა და ასაკის ადამიანებისთვის. არ  მოითხოვს დიდ დროს და ერთხელ დღეში, რამდენიმე  წუთიანი  შესრულებაც  კი უზრუნველჰყოფს გარკვეულ  შედეგს კონკრეტული  ადამიანის საჭიროებისა და მოთხოვნილების მიხედვით. პროფილაქტიკისთვის კი კვირაში ორჯერ-სამჯერ შესრულებაც საკმარისია.

გვაქვს სხვადასხვანაირი ვარჯიშები  როგორც  სტატიკური, ასევე  დინამიკური. ცი გუნის  (კოსმიური  „ჩი“  ენერგიის  მართვა)   უნიკალური სუნთქვები და ტაი ჩის მოძრაობები, ტაი ჩი — დიადი  საზღვარი — უშუს  ერთ-ერთი  ნაირსახეობაა, ჩინური  შიდა  საბრძოლო  ხელოვნება.  პოპულარულია  როგორც  გამაჯანსაღებელი გიმნასტიკა … პრაქტიკაში  გვაქვს პლანეტარული  თერაპია  და  ვარსკვლავური  მედიტაციები,  სამყაროს  პირველად ენერგიებთან წვდომა,  ნატიფი ენერგიის მიღების-გადამუშავებისა და მართვის  ხელოვნება.

ღიმილის უნიკალური ჩინური პრაქტიკები, ორგანოების ფუნქციების  გაუმჯობესება და გაძლიერება, ჯანსაღი ძვლოვანი სისტემის გამომუშავება და ძვლის ტვინის გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკები. ეს ყველაფერი ვლინდება როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ვარიანტებში, ასევე ზოგადად ადამიანის ფსიქოენერგეტიკულ განვითარებაში, — ჯანმრთელობა, სიმშვიდე, სიმყუდროვე ისადგურებს  ადამიანში…

ასევე სექსუალური  ენერგიის  მართვა. ეს არის  გარკვეული სუნთქვითი და ფსიქოენერგეტიკული  სავარჯიშოების კურსი, რაც  მდგომარეობს სექსუალური ენერგიის სასქესო  ორგანოებიდან  გამოთავისუფლებასა და  ნატიფ სულიერ  „შენ“  ენერგიად  გარდასახვასა და მართვაში. ეს ყველაფერი ფიზიკური და  ფსიქოლოგიური ძალების  განახლებას,  გაჯანსაღებას, გამრავალფეროვნებას და ადამიანის  შემდგომ ენერგოინფორმაციულ  განვითარებას იწვევს.

მამუკა მანგოშვილის «პლანეტარული თერაპია»

LD მედიტაციის ცენტრში

23 თებერვალს, 18:00 ზე

ყიფშიძის 9

ფასი:  25 ლ

გაიარეთ რეგისტრაცია:  http://bit.ly/2zyHuXg

მამუკა მანგოშვილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით აქ:

➡  დაოსური გამაჯანსაღებელი ცენტრი 

➡  დაოსური ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკები

ნანახია:(1882)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მოვინდომე და გავიარე“ — დაუჯერებელი ისტორიის ორი გმირი

ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში


„თუ გინდათ შეამოწმოთ თქვენი გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა“…

გონიერება, ინტუიცია და წინათგრძნობა, ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ადამიანებთან კეთილ ურთიერთობაში და საკუთარი კეთილდეობისთვის. არსებობენ მგრძნობიარე ადამიანები, რომლებსაც


მადლიერების საიდუმლო

ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და  მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან. „სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიღრჩობი…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<