დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე | Jolo.ge


დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე

დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე

რუს ფოტოგრაფ  სტანისლავ არისტოვს შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა. სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან თამაშისას უეცრად დაფიქრდა, თუ როგორ სიმბოლიზდება ასანთის დამწვარი ღერი ცხოვრებასთან – დამწვარი ნაწილი წარსულია, კვამლი დარჩენილი მოგონებები, ხოლო ღერის ხელუხლებელი ბოლო – მომავალი. ცეცხლი კი თავად სიცოცხლეა.

357

30 წლის ფოტოგრაფი ასანთის ღერს წვის პროცესში სასურველ ფორმაზე ღუნავს და შემდეგ მაკრო-ობიექტივისა და ფლეშის გამოყენებით იღებს ასანთს, ცეცხლსა და კვამლს. მის ხელოვნებაში ფოტოშოფიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან რომ არა ის და სხვა მსგავსი “ჯადოსნური” კომპიუტერული პროგრამები, თითოეული ფოტოს გადასაღებად სტანისლავს უამრავი სპეციალური მოწყობილობა, 100%-იანი იღბალი და მთელი სატვირთო მანქანა ასანთის ღერები დასჭირდებოდა.

ნაძვის ხიდან და ეიფელის კოშკიდან ფლორა და ფაუნამდე – ეს არის სტანისლავის შემოქმედების არეალი, რომელთაც ასანთის ღერებზე დახვეული ციცქნა ხანძრებით ქმნის.

დაათვალიერეთ დიდი ხეების ციცქნა ნაკუწების ცხოვრება სტანისლავ არისტოვის ფოტოებში:

624

1422

1224

725

825

*

*

1107

1324

2515

1623

1720

2419

 

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ფაქტები ავსტრალიის შესახებ 

ავსტრალია ამავე სახელწოდების კონტინენტზე მდებარე განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის. ქვეყანას არცერთ სხვა სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია. არსებობს


ხელსაწყო რომელიც მოახდენს რევოლუციას, ქოლგების ბაზარზე!

ახალი ქოლგა, რომელიც ჰაერის წნევის გამოყენებით დაგიცავთ წვიმისგან. სხვადასხვა დიზაინისა და ნახატის მქონე ქოლგა არსებობს, თუმცა ჩინელი მეცნიერების გამოგონებით, შეიქმნა


გომბორის უღელტეხილის ბერიკები

„მეგობრებთან ერთად თოვლიანი გომბორის უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილს რომ მივადექი, ბერიკები შევნიშნე,  წინ გადმოგვიდგნენ. საკრავებს დასცხეს და ცეკვა-თამაში დაიწყეს. შემდეგ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*