„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება“… | Jolo.ge


„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება“…

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება“…

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, დამოუკიდებლობას რომ ვერ ეგუება თავის დღე და მოსწრება.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, რომელსაც ერთი ცალი ილია ყავდა და ათასი ცალი სერგო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს საკუთარი ხელით რო დახვრიტა, გადაასახლა ერის გონება და ქვეყანა ხელში უბირ და უვიც დოქსოპულოებს ჩაუგდო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე თავისი პირველი პრეზიდენტი დევნილად რო აქცია და სამშობლოს გარეთ ამოხადა სული.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, მტერი და მოყვარე რო ვერ გაურჩევია და ყოველთვის ქვეშ ი#ვამს გადმწყვეტ მომენტებში.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, ყოველთვის იმის დაკრულზე რომ ცეკვავს, ვინც უფრო მეტ უშრომელ ლუკმას შესთავაზებს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, ვისაც ღირსება იმ ადგილას ეზრდება, სადაც ძაღლიც კი არ მიაფსამს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს, მისდღემში რო იქ ეძებს საფრთხეებს, სადაც არაა და ამით დამოუკიდებლობას უქმნის მუდმივად საფრთხეს.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ იმ ერს რომელსაც მარტივად დააჯერებ ის ტოტი მოიჭრას რომელზეც ზის, თუ ეტყვი რომ მაგ ტოტზე ჯდომას რომ შრომა ჭირდება გატყუებენო, სინამდვილეში უფასოდ გეკუთვნისო.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩემს ინფანტილურ ერს, ასუთვალავი წლის მიუხედავად მაინც პუბერტატში რომ ჩარჩა და არც თავისი თავისა გაეგება და არც სხვისა ესმის.

Margot Lescaut

ნანახია:(75)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ქართული წარმოების პრეზერვატივმა გააბრაზა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქართული წარმოების პრეზერვატივმა გააბრაზა. კერძოდ პრეზერვატივზე გამოსახულმა თამარ მეფის სახემ და შოთა რუსთაველის აფორიზმებმა. პოსტი ამის შესახებ


«ასე ვიღებთ სტერილურ, იმპოტენტ, უუნარო და უმაქნის თაობებს» – ცოტნე გამსახურდია

ტომოგრაფიული კვლევები გვიჩვენებს, რაოდენ დიდ ზიანს აყენებენ ბავშვს ემოციური პრობლემები, ჩაგვრა, დასჯა, და ა.შ. პრობლემური ბავშვის ტვინის ზომა ერთი-ორად უფრო


„თავიდან ვიწყებ… მიხარია რომ ცვლილებების არ მეშინია“- გია ჯაჯანიძე

„ზოგი ადამიანი ზერელეა, სიღმის ეშინია და რეალობას გაურბის. ზოგს სხვები გონია არარაობა, თავადაც არარაობა რომ არის არ იცის. ზოგი ბედნიერია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*