„დამერწმუნეთ, ეს სიკეთე იქნება თქვენგან“ | Jolo.ge


„დამერწმუნეთ, ეს სიკეთე იქნება თქვენგან“

„დამერწმუნეთ, ეს სიკეთე იქნება თქვენგან“

საკუთარი თავით აღფრთოვანებულებულ ადამიანს მეგობარი არ ყავს.

რთული და მწარეა სიმართლის მოსმენა, მაგრამ სასარგებლო, რა თქმა უნდა თუ ჭკუა და გონება გიჭრის.

გულწასულ ადამიანს სახეში ურტყამენ, ტკივილმა რომ გამოაფხიზლოს. თუ გულმა სიცოცხლეზე უარი თქვა, სახეში გარტყმაც ვერ შველის.

ადამიანს, რომელსაც თავი ლამაზი გონია, გემოვნებიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი, კეთილი და გონიერი, თქვენ კი საპირისპიროს ხედავთ ყველა მის საქციელში, მოქმედებაში და საუბარში, უმჯობესია განერიდოთ, ის განდიდების მანიითაა შეპყრობილი და მასთან ურთიერთობა უსიამოვნების მეტს არაფერს მოგიტანთ. ასეთ ადამიანს არასოდეს არ უნდა მისცეთ შენიშვნა, ვინაიდან ის მტრად გამოგაცხადებთ, ცილს დაგწამებთ და დაგაბრალებთ, რომ თქვენ მისი გშურთ ან მისით მანიპულირებთ.

ადამიანი, რომელიც თავის თავზე მხოლოდ აღმატებულ ხარისხში ხმამაღლა საუბრობს, გაუთავებლად ხაზს უსვამს თავის ნიჭიერებას და ვითომდა მისი აზრი უმნიშვნელოვანესია, ასეთი ადამიანი თვით დაჯერებული იდიოტია და ის, შველას აღარ ექვემდებარება.

ადამიანი, რომელიც საუბრის დროს იყებენს უცენზურო, უხამს, შეურაცმყოფელ სიტყვებს, იგინება, ჟინ მორეული იმუქრება, ის სექსუალურად დაუკმაყოგილებელია და მას, ამის გამო ნერვიული აშლილობა აქვს. ასეთ ადამიანს, ეცადეთ არ შეეპასუხოთ, თორემ მტრად გამოგაცხადებთ.

ადამიანს, რომელსაც ცუდად, უსამართლოდ ექცეოდნენ წარსულში, ამცირებდნენ, აკნინებდნენ, შეურაცხოფას აყენებდნენ და მის პიროვნულ ღირსებას ეხებოდნენ, ასეთი ადამიანი ხშირ შემთხვევაში კეთილი ხდება, არასოდეს სხვას არ დაჩაგრავს, არ მოიქცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ. თუმცა არსებობენ ერთეულები, რომლებიც წარსულს ივიწყებენ და უარესად იქცევიან ვიდრე მისი ,,მჩაგვრელები».

არ მისცეთ რჩევა ისეთ ადამიანს, რომელიც მუდმივად ეჭვებშია, ნდობა აქვს დაკარგული და გახლართულია ინტრიგებში.
არ მისცეთ რჩევა ადამიანს, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით თავის დამკვიდრებას ცდილობს.
არ მისცეთ რჩევა ადამიანს, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს ყურადღების ცენტრში იყოს.

და ბოლოს, ადამიანს, რომელსაც გვერდით ედექით, მიეცით რაც შეგეძლოთ, გაუკეთეთ ის, რაზედაც არ უოცნებია, თავი აგრძნობინეთ ადამიანად, პატივს მიაგებდით, სიკეთე გინდოდათ, მაგრამ ვერ დაინახა, ვერ შეიშნო ბედნიერება და ეს ყველაფერი მან ვერ მიიღო იმიტომ, თითქოს მას ეს ეკუთვნოდა ან იმსახურებდა, აუცილებლად უნდა წაართვათ თქვენი თავი, დაკარგოთ, განერიდოთ როგორც უღირსს, რათა გონს მოეგოს. დამერწმუნეთ ეს სიკეთე იქნება თქვენგან.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(156)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მიშა ქირია : „არასდროს არ გექნება ისეთი ხელფასი, როგორც ევროპაშია, იმიტომ რომ“…

„ამ მაჩვენებლებით ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება წარმატებული გახდე“- წერს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მიშა ქირია და საქართველოში მყოფ ქართველებს შემდეგ რჩევას აძლევს. მიშა


გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

გაგეხარდა რომ გათენდა. სახლში გაქვთ თუ არა სიმყუდროვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩათვალოთ, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ხდება. გაფუჭდა,


იმისათვის, რომ გავიდეთ სასურველზე, საჭიროა მყარი გადწყველტილების მიღება…

 ცვლილებები!  ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის გვაშინებს. ძველს მივეჩვიეთ, ვიცით რა, როგორ, რანაირად! ახალი? უცნობი და გაუგებარია რა იქნება, სად აღმოვჩნდებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*