7 რჩევა დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისთვის | Jolo.ge


7 რჩევა დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისთვის

7 რჩევა დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისთვის

გრძნობდე თავს შემდგარ ადამიანად და იყო კმაყოფილი სწორედ ისაა, რისკენაც ადამიანები მივისწრაფით. ჰკითხეთ თქვენს თავს ხართ თუ არა კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. თუ არ ხართ, მაშინ მიჰყევით ამ რჩევებს:

 

ფოკუსირდით პოზიტივზე — ნეგატივის ხაფანგში მოხვედრა მარტივია. იფიქრეთ იმაზე რაც ცხოვრებას გიხალისებთ. ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას მოუძებნეთ პოზიტიური ახსნა.

 

იპოვნეთ სტრესისგან მხსნელი — ყველა ადამიანს აქვს რაღაც მისწრაფება რაც სტრესულ სიტუაციაში ეხმარება. იქნება ეს გიტარის დაკვრა, მუსიკის მოსმენა თუ ფილმების ყურება. მიაგენით თქვენს მხსნელს და დაკავდით ამ საქმით.

 

აჩუქეთ დრო საკუთარ თავს — დამღლელი სამუშაოს მერე, ბუნებრივია, ყველა ადამიანი დასვენებას საჭიროებს. სულაც არ არის სირცხვილი განტვირთვა. მოიწყეთ გამოსასვლელი დღე. გონებასაც ისევე სჭირდება დასვენება, როგორც სხეულს.

 

აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე — რთულ სიტუაციაში მარტივია სხვისკენ გაიშვირო ხელი და დაადანაშაულო. სიძლიერე იმაშია აღიაროთ შეცდომები და იპოვნოთ გამოსავალი.

 

იყავით გამგები — როდესაც ადამიანს რაიმეს ისე უკეთებთ, რომ სამაგიეროს არ ელოდებით ეს საუკეთესო დახმარებაა. მოუსმინეთ ადამიანებს ისე, რომ არ განსაჯოთ, იყავით მაქსიმალურად მეგობრული და გამგები.

 

გადაახალისეთ ურთიერთობები — გაერკვიეთ როგორი ადამიანები გყავთ ირგვლივ. ვის უხარია თქვენი წარმატება, ვინ ჭორაობს თქვენზე, ვინ გიშლით ხელს. მაქსიმალურად ეცადეთ ჩამოიშოროთ ადამიანები, რომლებსაც თქვენზე ცუდი გავლენა აქვთ.

 

იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით — თქვენზე უკეთ არავინ იცის როგორ გსურთ ცხოვრება. ნუ მისცემთ უფლებას სხვა ადამიანებს გიკარნახონ როგორ იცხოვროთ.

ნანახია:(548)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ვიპოვოთ საკუთარი მოწოდება?

დღევანდელი ჩვენი პოსტი, წმინდა ილია მართლის სიტყვებით მინდა დავიწყო: «ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც


„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი, რომ ერთნაირად


„დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება.“

დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება. იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*