დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოს და უმნიშვნელო ადამიანები?

by admin | Ноябрь 8, 2017 22:26

დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს?

დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება თავიდან “დაიბადო” კიდეც ერთ წამში?

დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოს და უმნიშვნელო ადამიანები?

იცი, რა უცებ შეგიძლია ატკინო ვინმეს გული? შორეულსაც კი? ისევე, როგორც მათ შეუძლიათ გატკინონ.

დაკვირვებიხარ, რამდენად საყვარელია ყველაფერი ძველი? ცუდიც კი, რა სასიამოვნოდ გაგონდება?დაკვირვებიხარ, რომ ზოგიერთ მელოდიას დროის მანქანის ეფექტი აქვს?

დაკვირვებიხარ, რომ ვინც გიყვარს, ის არასდროს გავიწყდება?

დაკვირვებიხარ, რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავ?

თვალებით გისაუბრია? ისე, რომ ხმის ამოღების სურვილი არ გაგჩენია?

საყვარელი ადამიანის ხელის გულის სითბო გიგრძვნია? ხელი უფრო მაგრად ჩაგიჭიდია ამის გამო?

საყვარელი ადამიანის დანახვისას გული აგჩქარებია და ღიმილი ვერ შეგიკავებია?

ნაცნობი გამოსახულება გიძებნია ხალხში? მოულოდნელად მოსული მესიჯის სიტკბო იცი როგორია?

ის მოლოდინი იცი, შემდეგი მესიჯის მოსვლამდე რომ გაფორიაქებს?

დაკვირვებიხარ, რომ რამდენიმე მელოდია მხოლოდ შენია?

სარკეში საკუთარი გამოსახულებისთვის ღიმილი გიჩუქნია? გარეთ გასულს ცაში აგიხედია და გაგიღიმია? სასიამოვნო სილამაზე შეგხვედრია? რომ გიხარია მისი არსებობა ისეთი.

მოგნატრებია? ძლიერ თუ მოგნატრებია, ჩახუტებაზე რომ გიოცნებია… მერე ეს ოცნება რეალური გამხდარა და გაგხარებია?

რა ბედნიერი ხარ რომ იცოდე!

მზია რეველი[1]

ნანახია:(201)-ჯერ


Endnotes:
  1. მზია რეველი: https://www.facebook.com/mziako.metreveli?fref=ts

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/dakvirvebixar-ra-uceb-idzenen-garkveul/