დაიწყე შესაძლებლობების დანახვა, რომლითაც სავსეა ჩვენი სამყარო

by admin | Ноябрь 15, 2017 22:35

რატომ აწყობს სისტემას [მატრიცას] მოლოდინის აგენტების არსებობა? დაფიქრებულხარ ამაზე?

საბავშვო ბაღიდან ველოდებით სკოლის დაწყებას. სკოლაში შევალთ და უმაღლესში ჩაბარების მოლოდინის პროგრამა აქტიურდება. უმაღლესში კი სამსახურის დაწყების. სწორედ ასე ხდება ადამიანის ფორმირება, რომელიც აწმყოში ფაქტიურად არ არსებობს.

სისტემას აწყობს ასეთი ადამიანები, რადგან მათი მართვა ძალიან ადვილია.

მე არ ვიცი, როგორ აპირებ რთული ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამოსვლას. არ ვიცი, როგორ ახდენ საკუთარი თავის მოტივირებას. არ ვიცი, რამდენი პროცენტია შენს ცხოვრებაში უაზრო, არაფრის მომტანი, ანუ მავნებლური მოქმედება და რამდენი — ცნობიერი და მიზანმიმართული ქმედებები დიდი ფასეულობის შექმნისკენ.

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოუდგენლად სუსტია [განსაკუთრებით მამაკაცები], არ იცის ცხოვრებაში რა უნდა და თავმოჭრილი ქათამივით დარბის წინ და უკან… კიდევ ის ვიცი, თუ რას, როგორ და რატომ ვაკეთებ პირადად მე…

მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ლოდინის. ლოდინში დახარჯული დრო — ეს არის დაკარგული დრო, რომლის გამოც შემდეგ აუცილებლად ვინანებ, ამიტომ მე არაფერს ველოდები… ვიცი, რა მინდა და მივდივარ მისკენ. თუ სწრაფად ვერ მივდივარ, ნელა მივდივარ, თუ ნელაც ვერ მივდივარ, მივხოხავ… ჩემი მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ არასოდეს ვჩერდები.

უკვე ვეღარც კი ვითვლი, იმდენჯერ მომისმენია მსგავსი სიტყვები: «მე მინდა უცხო ენის შესწავლა, მაგრამ არ მაქვს რეპეტიტორისთვის გადასახდელი ფული», «მე მინდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ არ მაქვს დრო», «მე მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ მაქვს სასტარტო კაპიტალი»…

ასეთ დროს მინდება მთელ ხმაზე დავიღრიალო: «კმარა! შეწყვიტე მიზეზების ძებნა! დაიწყე შესაძლებლობების დანახვა, რომლითაც სავსეა ჩვენი სამყარო!»

ნუ ელოდები, იმოქმედე.

არ გაქვს ფული უცხო ენის შესასწავლად? არაუშავს! ჩართე ფილმები ორიგინალ ენაზე და უყურე, უსმინე, ჩაიწერე, დასვი კითხვები, შეიძინე წიგნი დაწყებითი დონისთვის… გაერკვიე თავად, გაუშვი სამყაროში იმპულსი, რომ მოქმედებ და არ ზლუქუნებ აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად.

არ გაქვს დრო ფიტნეს დარბაზში სასიარულოდ? არაუშავს! სახლში დაიწყე ვარჯიში! უბრალოდ, ნუ ატყუებ საკუთარ თავს.

არ გაქვს სასტარტო კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად? მერე მაგას რა ჯობია! ჯერ არ მითქვამს შენთვის, რომ ბიზნესის ფულით დაწყება დიდი ბოროტებაა? დიახ, ასეა. პირადად მე, სამი ბიზნესი დავიწყე აბსოლუტურად უფულოდ და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ.

მოკლედ, მთავარია მოგინდეს… ოღონდ ნამდვილად უნდა მოგინდეს და არა ისე, როგორც აქამდე გინდებოდა ხოლმე და შემდეგ საკუთარ თავთან ვაჭრობაში აქრობდი მთელ სურვილსა და ამ სურვილის რეალიზებისთვის საჭირო ენერგიას.

მე მოგიწოდებ, დაკავდე თვითგანვითარებით. ყველაზე მაგარი, რაც შეგიძლია გაუკეთო საკუთარ თავს — ეს არის თვითგანვითარება. ნამდვილი თვითგანვითარების შემთხვევაში, შენ აღარასოდეს აღმოჩნდები ფინანსურ ორმოში.

დამიჯერე, როდესაც გაქვს მწველი სურვილი და იწყებ მოქმედებას, აქტიურდება ფოკუსის პრინციპი. როდესაც რაღაც ძალიან გინდა და შეუპოვრად იწყებ სვლას ამ სურვილის მიმართულებით, შენ წინაშე ავტომატურად იხსნება შესაძლებლობების ველი. ჩნდებიან საჭირო ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან დასახული მიზნისკენ მოძრაობაში, ჩნდება სწორი ინფორმაცია, რომელიც გაძლევს ცოდნას, გმატებს სიცხადეს და გიზრდის ენერგიას დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მოკლედ, მწველი სურვილითა და შეუპოვარი მოქმედების დაწყებით ფაზლი იკვრება.

დრო უკვე ძალიან ცოტაა. 20 ნოემბერს იწყება პერსონალური განვითარებისა და ბიზნეს-სტარტის ყველაზე ძლიერი პროგრამა «MatriX • გადატვირთვა».

გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე, სრულად გაეცანი პრაქტიკუმის პროგრამას და წინა ნაკადების მონაწილეთა ვიდეო-გამოხმაურებებს და შემოგვიერთდი  http://bit.ly/2AATK8D[1]

ნუ ელოდები — იმოქმედე  http://bit.ly/2AATK8D[1]

სწრაფები შთანთქავენ ნელებს

გიორგი თვალაძე[2]

ნანახია:(136)-ჯერ


Endnotes:
  1. http://bit.ly/2AATK8D: http://bit.ly/2AATK8D
  2. გიორგი თვალაძე: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1487515911286328&set=a.115078688530064.7431.100000837999521&type=3&theater

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/daiwye-shesadzlebloebis-danaxva-romlitac-savsea-chveni/