„დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა“ — მარკესის „ბოლო სიტყვა“ | Jolo.ge


„დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა“ — მარკესის „ბოლო სიტყვა“

„დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა“ — მარკესის „ბოლო სიტყვა“

„თუ ღმერთი, ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ… მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ… დავაფასებდი ყველაფერს იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას… ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს… მესმის რომ, თითეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის 60 წამს… ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როცა ყველას ეძინებოდა… მოუსმენდი როცა სხვები ისაუბრებდნენ… და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს…

თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც… ღმერთო.. თუ გული მექნებოდა, მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით, ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სურნელად მიუძღვნიდი მთვარეს… ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა… ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე რომ, ხალხისთვის არ მეთქვა რომ, მე ის მიყვარს… დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ, თითეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია… და ვიცხოვრებდი სიყვსრულზე შეყვარებული… ადამიანებს დაუმტკიცებდი თუ რაოდენ ცდებიან ფიქრობენ რა.., რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან… ისინი ბერდებიან როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს…

პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი… მოხუცებს დავანახვებდი რომ, სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის…

რანდენი რამე ვისწავლე თქვენგან ხალხო… დავინახე ის რომ, ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ, ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე… ვისწავლე ის რომ, როცა ახალშობილი, თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და არასდროს გაუშვებს მას… ვისწავლე რომ, ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება… რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან მაგრამ, სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები…

ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ… რომ ვიცოდე რომ, დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, შენი სულის დამცველად მოვევლინე… რომ ვიცოდე რომ, უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა… რომ ვიცოდე რომ, უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა… რომ ვიცოდე რომ, ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი მიყვარხარ… თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ, შენ ეს უკვე იცი…

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე მაგრამ, თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ… რომ არასოდეს დაგივიწყებ… ხვალინდელი დღე, არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას თუ მოხუცს… შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს… ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე, ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის,
მოფერებისთვის, კოცნისთვის… და რომ მოუცლელობის გამო, ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი…

გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს… ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი… გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ. დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: ვწუხვარ, მაპატიე, გეთაყვა, გმადლობთ და ყველა ის საალერსო თუ სასიყვარულო სიტყვა რაც იცით… შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად… უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითეული მათგანი შენთვის… გაუგზავნე ეს სიტყვები ვისაც გსურს.., თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი… და თუ ამას, არასოდეს არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა.“

გაბრიელ გარსია  მარკესი

ნანახია:(2536)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„და მაინც რა არის წარმატების საიდუმლო, როგორ გავხდეთ წარმატებული?“

რა არის მთავარი საიდუმლო წარმატებისა? ამაზე შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ. წლების განმავლობაში ვიკვლევდი ამ საკითხს მთელი მონდომებით და ახლა, როცა წარმატების


პასუხისმგებლობის აღება, ადამიანის სიმწიფის ერთ-ერთი უდიდესი ფორმაა

»ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია, რომლის დანახვაც ყოველდღე შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ ბევრი ადამიანი


„არავინ დაადანაშაულო თუ არასწორად მოგექცევიან“

ძალიან რომ არ გეტკინოს გული, არ გაიმწარო სიცოცხლე, თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნო მარტო და მიტოვებული, იცოდე და ხშირად გაიმეორე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*