დაიწყე ცხოვრება თავიდან, არასოდეს არ არის გვიან | Jolo.ge


დაიწყე ცხოვრება თავიდან, არასოდეს არ არის გვიან

დაიწყე ცხოვრება თავიდან, არასოდეს არ არის გვიან

ამ დილით ერთი ადამიანი გამახსენდა, აგრესიული, ავი, კომფლიქტური, ბოღმით სავსე და ბოროტი.

არავინ და არაფერი არ მოსწონს, საკუთარი თავის გარდა.

ყველას ეშინია მისი, ყველა ,,ეფერება» შიშის გამო. სიმართლის თქმას ვერავინ უბედავს, მხოლოდ ზურგს უკან ლანძღავენ.

ჩუქნიან საჩუქრებს, არა მას, არამედ მის სამსახურებრივ სტატუსს.

სიმარართლის მთქმელი და დამრიგებელი არავინ ყავს.

ვაკვირდები ამ საცოდავ ადამიანს და ვფიქრობ:

რამდენი ადამიანი ტრიალებს მის ირგვლივ და მაინც სულ მარტოა.

 

ადრეც ასეთი იყო, არ შეცვლილა.

ქუჩაში შემხვდა, საყვედურებით ამავსო, რატომ არ მკითხულობო. მერე, თუ ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა ყველა გალანძღა, ყველა მიწასთან გაასწორა.

 

თვალებში ვუყურებდი, გულწრფელი, თავდაჯერებული იყო თავის ,,სიმართლეში» მე ვდუმდი, მერე არ ვიცი რა დამემართა, ახლაც არ მახსოვს, რატომ და როგორ ვერ შევიკავე თავი, ძალიან მშიდად და თბილად ვუთხარი:

— მე მადლობელი ვარ შენი, სულ მახსოვხარ, მთელი ცხოვრება მაგალითად მყავხარ. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი.

არ მომიტყუებია, მართალი ვუთხარი, მართლა მახსოვდა. მახსოვდა, თან ძალიან მძაფრად მახსოვდა.

ეს ადამიანი იყო ჩემთვის წიგნი, მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მეცხოვრა და როგორი არ უნდა ვყოფილიყავი ადამიანების მიმართ.

ასეთი ადამიანები მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მიხვდე, როგორ არ უნდა იცხოვრო, როგორ არ უნდა დაემსგავსო ურჩხულს. უნდა იფიქრო, რა საშინელი სანახავი იქნები, როცა ბილწი და ავი სიტყვები გამოგდის პირიდან.

 

ძალიან გამომადგა ყველა ცუდი ადამიანის არსებობა ჩემს ცხოვრებაში.

 

თითქმის ყველას ვუთხარი რასაც ვფიქრობდი მასზე, რომ მე არ ვიქნები ისეთი, როგორიც შენ ხარ, შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე ადამიანს.

ურთულესი იყო ამის თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემთან ძალიან ახლოს იყვნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მსმენელი ვიყავი და არასოდეს მათ საიდუმლოს არ გავცემდი.

ნაწილმა დამკარგა, ნაწილს გული ეტკინა და ,,მაპატია» ზოგი მიხვდა ( ცოტა) და გამოსწორდა.

 

თუ თქვენ არ მოგწონთ და არ გიყვართ ადამიანი, არ ეთანხმებით მის საქციელს და მოქმედებას, კარგად დააკვირდით და გაანალიზეთ.

უნდა იყოთ ფრთხილად, რომ არ დაემსგავსოთ მათ.

 

აუცილებლად გაგიმართლებთ, თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ.

 

ამ ,,სტატუსის»ადრესატები აუცილებლად მიხვდებიან და ამოიცნობენ საკუთარ თავს, ზოგი ვერ მიხვდება, მაგრამ აუცილებლად ცხოვრება მიახვედრებს. ჩემი დიდი სურვილია, მანამ მიხვდნენ და გაიგონ სანამ ხილულ ჯოჯოხეთს არ ნახავენ.

 

ყველა თავის ბედის მჭედელია. მთავარია ნებისყოფა და წინდახედულება.

 

დაიწყე ცხოვრება თავიდან, არასოდეს არ არის გვიან.

გიორგი ჯაჯანიძე.

ნანახია:(351)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყოველი ადამიანი — ეს უსასრულობაა

«ქმრებს ცოლები ბეზრდებათ, ცოლებს კი ქმრები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავისი პარტნიორის სულთან შეხებას. მათთვის ერთმანეთის სხეულები უკვე


ბედნიერი ცხოვრება ესაა…

ცხოვრების მთავარი გამოხატულება არ არის ჩეკები, არც მერსედესი, არც მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზე, არც სახლი. ცხოვრების მთავარი გამოხატულება თქვენივე ბედნიერი


5 სასარგებლო რჩევა კოცნასთან დაკავშირებით

1. სახის კუნთების მასაჟი: კოცნის დროს აქტიურდება სახის 34 კუნთი. ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის ტუჩებზე. 3 წუთიანი კოცნის დროს ორგანიზმი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*