დაიწყეთ დილა მადლიერებით — ძალიან სასარგებლო პოსტი | Jolo.ge


დაიწყეთ დილა მადლიერებით — ძალიან სასარგებლო პოსტი

დაიწყეთ დილა მადლიერებით — ძალიან სასარგებლო პოსტი

„დილა მშვიდობისა! მშვენიერი დილა გათენდა და სურვილი გამიჩნდა შემომეთავაზებინა ძალიან სასარგებლო პოსტი“, — ამბობს მაია ხავთასი  და ცხოვრებისგან რომ უფრო მეტი პოზიტივი მივიღოთ დღის დაწყებას მადლიერებით გვირჩევს. 

მაია ხავთასი: განვმეორდები და ვიტყვი, რომ “ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ იმას რაც გვინდა, სანამ არ ვიქნებით მადლიერნი იმით, რაც გვაქვს!”

მინდა დაიწყოთ ყოველი დილა მადლიერებით. აბა დაფიქრდით, რამდენი რამისთვის ხართ მადლიერნი უფლის: თუნდაც იმისთვის, რომ გაქვთ თვალები, რომ ეს პოსტი იკითხოთ. გყავთ: კარგი მშობლები, მოსიყვარულე შვილები, დედმამიშვილები, საუკეთესო მეგობრები, ყველას გაქვთ ჯანმრთელობა, გაქვთ ნორმალური ფინანსური მდგომარეობა. გაქვთ საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი.

იყავით მადლიერნი იმისთვის, რომ თქვენს ოჯახში სიყვარული სუფევს. გაქვთ: სახლი, მანქანა, არ ცხოვრობთ ქუჩაში. გაქვთ ნიჭი, მიზანი და ენერგია ამ მიზნის განსახორციელებლად. გაქვთ ღვთის შიში და ცხოვრობთ მისი შეგონებებით. შეგიძლიათ სხვა ადამიანების სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვა, გყავთ სამაგალითო ნათესავები. გყავთ კარგი თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ ამ ჩამონათვალში, უმრავლესობა აღმოაჩენს თუ რისთვის უნდა იყოს მადლიერი უფლის.

მადლიერების გამოხატვა აუცილებელია, იმის გამო, რომ უძღები შვილივით არ დაგვემართოს და უფალი არ გავანაწყენოთ. უნდა ვიყოთ მისი მადლიერნი რასაც ის გვაძლევს და რასაც ის მოგვცემს მომავალში.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს რჩევა და ყოველ დილას, უფალს გადაუხადეთ მადლობა, იმ ყველაფრის გამო, რაც მან თქვენ გიბოძათ.

მაია ხავთასი

ნანახია:(479)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ვის გინდათ 100 დოლარი?»

2013 წლის მარტში ვმონაწილეობდი მაქსიმ სუმაროკოვის 2 დღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში ხათუნა მუზაშვილის ორგანიზებით. ტრენინგის დასაწყისშივე მაქსიმმა მოულოდნელად იკითხა:


„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

«მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ


როდესაც არ გამოდის ის, ისე როგორც გინდა ან გეგმავ…

მადლობა სამყაროს  რომ მასწავლა გაშვება და ნაკადში ყოფნის სიამოვნება შემაგრძნობინა. როდესაც არ გამოდის ის, ისე როგორც გინდა ან გეგმავ… როდესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*