გზა რეალური მიზნისკენ… | Jolo.ge


გზა რეალური მიზნისკენ…

გზა რეალური მიზნისკენ…

 

რა გსურთ? ეს გახლავთ მთავარი შეკითხვა საქმის დაწყების პროცესში. ბიზნესის კეთება სულაც არ იქნება რთული თუ გეცოდინებათ რა გსურთ სინამდვილეში. საქმე ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის რა სურს და სწორედ ამიტომ არასწორად სახავს მიზნებს.

 

უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ დაჯექით და ჩამოწერეთ თქვენი მიზნები. რასაკვირველია, ეს არ არის თქვენი სურვილების საბოლოო სახე, ეს მხოლოდ დასაწყისია. სიას მიზნები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ემატებოდეს, ვიდრე თქვენს რეალურ მიზანს არ მიაგნებთ. მთავარია:

 

თქვენი მიზანი უნდა იყოს თქვენი — არა თქვენი მეუღლის, შვილის, მშობლის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის, მხოლოდ თქვენი. როდესაც თქვენს მომავალს სხვა გეგმავს თქვენს წარმატებას საფრთხე ექმნება.

 

თქვენი გეგმები თქვენთვისვე უნდა იყოს მნიშვნელოვანი — როდესაც წერთ თქვენს სურვილებს, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

 

იყავით კონკრეტული — თქვენი მიზნები უნდა იყოს პროგნოზირებადი და სპეციფიკური.

 

იყავით მოქნილი — მოქნილი გეგმა თავადვე დაგანახებთ გზას მის განსახორციელებლად.

 

იყავით კონკურენტული — გამოდით კომფორტის ზონიდან, ნუ შეგეშინდებათ შეჯიბრის.

 

იპოვნეთ შესაბამისობა თქვენს ღირებულებებთან — მიზანი, რომელიც თქვენსავე ღირებულებებს ეწინააღმდეგება საუკეთესო ვერ იქნება.

 

იყავით რეალისტი — იყავით ძვირადღირებული, მაგრამ ნუ იქნებით სასაცილო. ნუ იოცნებებთ კალათბურთის თამაშზე თუ სიმაღლე ხელს არ გიწყობთ.

 

მოიპოვეთ მხარდაჭერა — შეარჩიეთ ადამიანების წრე, რომლებსაც ენდობით და გაანდეთ მათ თქვენი მიზნები, მოიპოვეთ მხარდაჭერა, ასე თქვენ ყველაფრის მიღწევას შეძლებთ.

ნანახია:(461)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3%-ის წესი — შენი წარმატებისთვის

ჩემი და ბევრი ჩემი ნაცნობის მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის ცხოვრება შეუცვლია ერთ რომელიმე სემინარზე თუ კურსზე დასწრებას.  მუდმივი სწავლის ერთ-ერთი გზა ტრეინინგზე


„რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“

დღე, რომელსაც შევეგებეთ! კიდევ ერთი დღეა ჩვენი ცხოვრების, კიდევ ერთი შესაძლებლობა განცდის, სიცილის, ტირილის, სიხარულის, კივილის და ყველაფრის, რასაც მოვინდომებთ იმის!


ტოპ 5 მიზეზი, რატომაც არ გაქვს ფული

ხშირად ვიღებ შემდეგი ხასიათის კითხვებს: როგორ ვიშოვო ფული? რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ სწრაფად ვიშოვო ფული? ერთხელ, ერთ-ერთი ტრენინგის ბოლოს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*