დაიმსგავსეთ პარტნიორი… | Jolo.ge


დაიმსგავსეთ პარტნიორი…

დაიმსგავსეთ პარტნიორი…

თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს სცადოთ პარტნიორის შეცვლა, რადგან ეს შედეგს მაინც არ მოიტანს. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ადამიანის ქცევაზე გავლენის მოხდენა რეალურად შესაძლებელია, გააჩნია მიდგომას. არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისთვის, რომ პარტნიორი თქვენს ხასიათს მოარგოთ:

 

გაარკვიეთ მისი ქცევის მიზეზი — მაგალითად, თქვენი პარტნიორი ყოველ საღამოს სვამს და  მეგობრებთან ერთად ერთობა, რაც თქვენ გაღიზიანებთ. თუ ამ დროს დაიწყებთ კამათს ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის. სჯობს დაელაპარაკოთ და გაარკვიოთ მიზეზი რის გამოც ამას აკეთებს. როდესაც დაინახავს თანადგომას აუცილებლად შეცვლის ქცევას.

 

სწორად მიეცით რჩევა — როდესაც ადამიანი რაღაცას არასწორად აკეთებს, თქვენ კი მას გამუდმებით ახალ რჩევებს აძლევთ ეს მასში პროტესტს იწვევს. ეცადეთ უბრალოდ გაარკვიოთ მისი ქცევის მიზეზი და ძალიან მშვიდად აუხსნათ როგორ მიგაჩნიათ სწორად.

 

აჩვენეთ მაგალითი — თუ თქვენ არ მოგწონთ პარტნიორის საქციელი, თუმცა თქვენ თავად არ იქცევით უკეთ შეუძლებელია მასზე გავლენა მოახდინოთ. აჩვენეთ მაგალითი, როგორი უნდა იყოს. თუმცა სიტყვებით ნურაფერს მიანიშნებთ.

 

დააწესეთ ბარიერი — თუ მისი რომელიმე საქციელი თქვენთვის არა მხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ საზიანოცაა ამ დროს სიმკაცრეა საჭირო, უბრალოდ დაუწესეთ ბარიერი. აგრძნობინეთ, რომ მისი საქციელი თქვენთვის მისაღები არ არის.

 

ეცადეთ შეცვალოთ საკუთარი თავი- ადამიანისთვის უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე არაფერია იმაზე მეტად მამოტივირებელი, ვიდრე მეორე ადამიანის შესაბამისი მაგალითი. როდესაც ის ხედავს, რომ თქვენ თავად გამუდმებით ცდილობთ შეიცვალოთ უკეთესობისკენ, თავადაც მოინდომებს ამის გაკეთებას.

ნანახია:(2671)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ იქცევიან და ცხოვრობენ ბედნიერი წყვილები (10 რჩევა)

გასაოცარია არა? როცა ხედავთ წყვილებს რომლებიც 30 და მეტი წელი ერთად არიან და კვლავ უზომოდ უყვართ ერთმანეთი. რა არის მათი


„ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს, მე სახით, მან თვალებით“ …

ქუჩაში შუქნიშნის ერთ და მეორე მხარეს მე და მუსულმანი ქალი ვიდექით… თმები მხრებზე მეყარა და ტუჩებზე მუქი წითელი ტუჩსაცხი მესვა…


რჩევები მამაკაცებს: როგორ მოვიპოვოთ ქალის სიყვარული

შეხვდებით ქალბატონს, გაიცნობთ მას უკეთ, გიჩნდებათ მასთან ხშირი ურთიერთობის სურვილი, შემდეგ გიყვარდებათ, თუმცა მისი გრძნობები რჩება საიდუმლოდ.  როგორ  შეგიძლიათ  მოიპოვოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*