„დაიდგა სანახაობა, რათა ხალხმა რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს და ამითი გაერთონ ცოტახანი“ | Jolo.ge


„დაიდგა სანახაობა, რათა ხალხმა რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს და ამითი გაერთონ ცოტახანი“

„დაიდგა სანახაობა, რათა ხალხმა რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს და ამითი გაერთონ ცოტახანი“

12-13-14 მაისი, 2018

ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდება.

მგონი მართალი ვიყავი. სულ მინიმუმ ამ აქციის სამარცხვინო ლიდერები რომლებმაც იქ მართლა თავისუფლებისთვის მისული ხალხი ავტობუსებში მათხოვრებივით აყარეს და სხვადასხვა უბნებში ჩამოყარეს თავიდანვე გაყიდულ სცენარზე მუშაობდნენ.

რა შედეგები დაიდო:

1. საშუალო სტატისტიკურ ქართველის თვალში (რომელიც მოკლე ჭკუისაა და რუსულ საფრთხეს ვერ აღიქვამს როგორც წესი) გამოჩნდა რომ ბიძოს შსს ძალიან მაგარია და ნაცების შსს მართლა სისხლისმსმელები ყოფილან ესენი კი სინამდვილეში თურმე როგორ ნაზად და ლამაზად აგვარებენ ყველაფერს უსისხლოდ, აი ნამდვილი პოლიცია, აი ნამდვილი შსს მინისტრი, ბოდიშს როგორ იხდის, როგორი დიდსულოვანია, ბრავო. (ჩემი პოზიცია ის არის რომ ნაცები რუსულ მანქანას ებრძოდნენ ამათ რუსული მანქანა ეხმარება პირიქით ამ ყველაფრის დაგეგმვაში). აი ეს არის საშუალო ქართველის მოსაზრება და საკმარისია ჩემი 3500 მეგობრიდან სწორედ ე.წ. აპოლიტიკურ ინერტულ მასის ხბოს აღტაცებებს გადავხედოთ შსს-ს მიმართ რომ ამაში ნამდვილად დარწმუნდებით.

2. ბერამ პასუხი გასცა შავ პიარს, რომ თითქოს ეს კლუბები მისია, და ეს ასე არ არის. თან პარალელურად ლეგალიზებაც გარეპა და ახალგაზრდების გულიც მოიგო. ერთის მხრივ კლუბური ნარკობარიგის ავტორიტეტი ჩამოიხსნა მეორეს მხრივ ამ დაძაბულობის ფონზე ახალგაზრდებს პრიანიკი მიუგდო.

3. აქციაზე მისული რომან გოცირიძე პროვოკაციულად გააგდეს (რაც სრულიად წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რადგან იქ მდგომ ნაცებს ველაპარაკე და ბოდიშიც კი მოუხდიათ აქციის სხვა გულწრფელ მონაწილეებს). სრული დისკრედიტაცია და ნაციონალური მოძრაობის ჭ კლასის პარტიად წარმოჩენა.

4. კალაძეს მოხვდა მორდაში, რომელიც ცოტა დამოუკიდებელ ფიგურად ჩანდა და რეიტინგებით არც თუ ისეთი ცუდი მაჩვენებელი ქონდა. ყოველშემთხვევაში სრული უძრაობის ფონზე ის მაინც ჩანდა რომ ეს რაღაცას ფაფხურობდა. მაგრამ ბიძომ მოადო პოლიტიკურად მორდაში. კალაძეს თუ რამე პოლიტიკური ალღო აქვს აი ეხლა უნდა მიხვდეს რომ სრული დამოუკიდებლობა გამოაჩინოს. მერის მანდატი კი უწყობს ხელს, ბიძო სავარაუდოდ მარგველაშვილივით აითვალწუნებს

5. თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გაიგივება მოხდა პირზე დუჟმომდგარ, ნარკოტიკებით გაბრუებულ ასტრალში გასულ ინდივიდებთან. ანუ ვიდეოებში ის ხალხი კი არ გამოჩნდა ვინც მართლა გულწრფელად თავისუფლებისთვის მივიდა, არამედ ისინი ვისი ქცევაც ბრეჟნევის თაობის ქართველებში აღშფოთებას და ზიზღს გამოიწვევდა.

6. დაიდგა სანახაობა. რათა ხალხმა რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს და ამითი გაერთონ ცოტახანი.

7. რუსული მარშის ძალაუფლება გაიზარდა, ეს რადიკალური ძალა ფეესბემ მოაძლიერა და მესიჯი გაუშვეს რომ რეალურად შეუძლიათ საზოგადოების დაშინება თუ დაჭირდათ.

8. და ბოლოს, ვაიმეეეეეეეე

Nikko Avalo

📷 Vakho Kareli

ნანახია:(91)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან

ოთხშაბათს, 6 ივლისს, საღამოს 8 საათზე „ათონის დარბაზში“ გაიმართება საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან. მწერალი ისაუბრებს თემაზე — „მხატვრული ლიტერატურის როლი


“უნდა შევქმნა პარტია არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება!”

დინო გეთიაშვილი კინორეჟისორი სცენარისტი ოპერატორი და პოეტი “ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს” -“ზოგჯერ მოუსმინეთ ჩემნაირ ხალხს, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან


ჩემი შვილის პიროვნული ზრდა — საზაფხულო ბანაკი „ცისკარი“

საზაფხულო ბანაკი „ცისკარი“ მდებარეობს ცხვარიჭამიაში საბჭოთა კავშირის დროს არსებული ბანაკის ტერიტორიაზე. ბანაკი განკუთვნილია 8 დან 17 წლამდე ბავშვების დასასვენებლად, უცხო,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*