დაიბრუნეთ კონტროლი Facebook_ზე | Jolo.ge


დაიბრუნეთ კონტროლი Facebook_ზე

დაიბრუნეთ კონტროლი Facebook_ზე

პრობლემა!

თქვენი მეგობრები ვერ ხედავენ თქვენს განახლებებს. თქვენ წერთ და ფიქრობთ, რომ გკითხულობენ [მაგრამ, რატომღაც ისინი არ რეაგირებენ!] სინამდვილეში, ისინი, უბრალოდ, ვერ ხედავენ თქვენს განახლებებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა გაიგნორებთ, თითქოს მეგობრებმა დაივიწყეს თქვენს შესახებ.

ნუ ღელავთ. მიზეზი! facebook-ის ადმინისტრაციამ ისე შეცვალა პარამეტრები, რომ თქვენ ხედავთ მხოლოდ იმ ადამიანების განახლებებს, რომლებთანაც გარკვეული შეხება გქონდათ 2 კვირის განმავლობაში. დანარჩენები «იფილტრებიან». ზუსტად იგივე ხდება საპირისპირო შემთხვევაშიც: თქვენი მეგობრები ვერ ხედავენ თქვენს განახლებებს.

როგორ გამოვასწოროთ?

13644314_1413199278707020_2112281958_n1. იმისათვის, რომ კვლავ დაიწყოთ თქვენი ფბ მეგობრების განახლებების დანახვა, გვერდზე «მთავარი», მარცხენა ზედა კუთხეში არის პირველი პუნქტი — «სიახლეების ზოლი» [News Feed]. მის გასწვრივ, მარჯვნივ არის ისარი — დააჭირეთ მას. ჩამოიშლება მენიუ, რომელშიც 2 პუნქტია: 1) «პოპულარული ამბები» [Top Stories] და 2) «უახლესი ამბები» [Most Recent]. დააჭირეთ — «უახლეს ამბებს» [Most Recent] — და თქვენს განახლებებში ყველაფერი ძველებურად განახლდება: თავში თქვენი მეგობრების ახალი აქტივობები გაჩნდება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის — რადგან თქვენ კი ხედავ მათ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ვერ გხედავენ თქვენ. ამიტომ, საჭიროა მეორე ნაბიჯის გადადგმა.

2. საჭიროა, თქვენმა მეგობრებმაც იგივე მოქმედება გაიმეორონ [რაც თქვენ]. ამ შემთხვევაში, მათ კედელზეც გამოჩნდება თქვენი განახლებები. როგორ მოვიქცეთ ამისთვის? მათ უნდა შეცვალონ პარამეტრები. ამისათვის, გააზიარეთ ეს პოსტი, მონიშნეთ მეგობრები, ან რაიმე სხვა ხერხით მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია მათ ყურამდე, რათა უმარტივესი მოქმედებით, გამოასწორონ ეს ხარვეზი. გისურვებთ — თქვენ გამოიყენოთ ფეისბუქი და არა ფეისბუქმა თქვენ.

P.S. დრო და დრო შეხედეთ ხოლმე «სიახლეების ზოლს», რადგან ამ პარამეტრებს ფბ რაღაც გაუგებარი ალგორითმების თანახმად ცვლის ხოლმე, თანაც ამას აკეთებს ისე, რომ საერთოდ არ გეკითხებათ. უბრალოდ, გადაიყვანეთ «უახლეს ამბებზე».

P.P.S. არაადეკვატურად რომ არ იქნეს გაგებული! თქვენ არავინ გავალდებულებთ ამ პოსტის გაზიარებას, ეს არ არის «გაზიარებებისა» და «მოწონებების» დაგროვების მიზნით წარმოებული ცბიერი კამპანია [ჩვენ არ განვიცდით ამის საჭიროებას]. ეს უბრალოდ, მეგობრული «ფლეშბობია», რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ხარვეზის გამოსწორებაში. გააკეთეთ ეს, თუ რა თქმა უნდა, გსურთ მეგობრებთან კავშირის აღდგენა.

წყარო: «ინტელექტიკა»

ნანახია:(264)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ფეისბუქი

Related Articles

„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“…

ბუდას გამონათქვამები 1.  გზა ცაში არ არის, გზა გულშია 2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ ის ხდები 3. თუ პრობლემა მოგვარებადია,


ბილ გეითსის 11 წესი — „არ არის საჭირო წუწუნი. უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ“

ბილ გეითსი, რომელსაც ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად, საკუთრი გამოცდილების შესახებ ესაუბრება მოსწავლეებს და ბოლოს ლექციას ყოველთვის 11 წესით ამთავრებს. 1.


„მზე რომელიც ღამე ამოდის“ — სულა სულაშვილი

— მოგისმენიათ ოდესმე გულწრფელი ლოცვა? — დიახ პროფესორო. — სად, ეკლესიაში? — ისე მკითხა, რომ თავი არც აუწევია. — არა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<