„მაპატიეთ, დამაგვიანდა“ — ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში | Jolo.ge


„მაპატიეთ, დამაგვიანდა“ — ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

„მაპატიეთ, დამაგვიანდა“ — ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

ქართველებისთვის დაგვიანება უცხო ხილი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში პუნქტუალობა საკმაოდ ძვირად ფასობს. „გერმანული დროით“ საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა ჩვენში და ნიშნავს, რომ ვიღაც შეხვედრაზე დანიშნულ დროზე მივიდა.

 

პუნქტუალობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებული ცნებაა, თუ ზოგიერთ მათგანში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტ დროს მისვლა, სხვებში დაგვიანება ნორმად ითვლება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყნის ტრადიციას დაგვიანებასთან დაკავშირებით:

 

სამხრეთ კორეა — ქვეყანაში პუნქტუალობა ძალიან ძვირად ფასობს, დაგვიანება უპატივცემულობად ითვლება.

 

მალაიზია — თუ მალაიზიელი გეტყვით, რომ 5 წუთში შეგხვდებათ მას ერთ საათზე ადრე არ უნდა ელოდოთ.

 

ჩინეთი — სრულიად ნორმალურად ითვლება თუ დათქმულ დროზე 10 წუთით გვიან მიხვალთ.

 

იაპონია — აქ 1 წუთით დაგვიანებაც დაგვიანებად ითვლება.

 

მექსიკა — შეხვედრაზე 30 წუთით დაგვიანება სრულიად საპატიოა.

 

გერმანია — დათქმულ შეხვედრაზე ჩვეულებრივ 10 წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ.

 

ნიგერია — თუ შეხვედრა 13:00 სთ-ზეა დაგეგმილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ დროს 13:00 — 14:00 შუალედში.

 

ბრაზილია — აქ არ გევალება დათქმულ დროზე მისვლა, თუ არ გეტყვიან ფრაზას: „ინგლისური დროით“.

 

საუდის არაბეთი — აქ დრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის და შეხვედრაზე ნახევარი საათით დაგვიანება ნორმალურია. შეხვედრისას საათზე დახედვა უტაქტობად ითვლება.

 

განა — იმ შემთხვევაშიც კი როცა შეხვედის დრო დანიშნულია ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ სამუშაო საათების განმავლობაში.

 

ინდოეთი — პუნქტუალობა აქ ბევრს არაფერს ნიშნავს. დრო შეგიძლია თავად მართო.

 

მოროკო — აქ დაგვიანება დაწყებული ერთი საათიდან, დასრულებული მთელი დღის დაგვიანებით სრულიად ნორმალურია.

 

საბერძნეთი — 30 წუთით დაგვიანება ნორმალურია. პუნქტუალობა აქ უპირატესობად არ ითვლება.

 

ნანახია:(206)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ხელსაწყო რომელიც მოახდენს რევოლუციას, ქოლგების ბაზარზე!

ახალი ქოლგა, რომელიც ჰაერის წნევის გამოყენებით დაგიცავთ წვიმისგან. სხვადასხვა დიზაინისა და ნახატის მქონე ქოლგა არსებობს, თუმცა ჩინელი მეცნიერების გამოგონებით, შეიქმნა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ანანასის საოცრად დადებითი და უარყოფითი თვისებები

ამ ტროპიკული ხილის სამშობლო ბრაზილიაა. სწორედ აქედან გავრცელდა ის მთელს მსოფლიოში. ანანასი იმდენ სასარგებლო თვისებასა და ვიტამინს შეიცავს, რომ ლამის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

განათლებული ადამიანების რამდენიმე დამახასიათებელი თვისება

  საკმაოდ რთულია განსაზღვრო ადამიანის ინტელექტის დონე და სხვათა შორის, თავად ეს ცნებაც პირობითია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კითხვა ზედმეტია,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*