დაეუფლეთ თვითქოუჩინგს — ბესო კაიშაური

by admin | Февраль 10, 2017 11:24

სცადეთ ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი შეკითხვები:
1. ცხოვრებაში რა მაძლევს ბედნიერების განცდას? (ეს ხაზს უსვამს მიზანს და განგაწყობს სასიამოვნოზე);
2. რა მაღელვებს ყველაზე მეტად? (ხდება პრიორიტეტების დაზუსტება);
3. რაზე ვარ ყველაზე მეტად მიჯაჭვული და რისი ან ვისი მადლიერი ვარ? (ხდება ფასეულობების გადახედვა);
4. ვინ მიყვარს ყველაზე მეტად?(აძლიერებს ენეგეტიკას)

 

დღის დასასრულს კი ასეთი კითხვები დაუსვი თავს:

 

1. რა გავეცი და რა მივიღე? (ხდება კეთილ საქმეთა ინვენტარიზაცია);
2. რა ვისწავლე? (სანამ ვსწავლობთ — ვიზრდებით!)
3. დღევანდელმა დღემ რამდენად წამწია წინ?(ფოკუსირება ცხოვრების მიზანზე)

 

ასეთ კითხვებზე პასუხებით მოქმედებაში მოგვყავს ქვეცნობიერის მძლავრი მანქანა და — მთელი ჩვენი ენერგეტიკული მოწყობილობა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ბესო კაიშაური, იურისტი, მწერალი, ქოუჩი

ნანახია:(1514)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/daeuplet-tvitqouchings-beso-kaishauri/