„დადუ“-ს 24 წლის დირექტორი და გუნდი, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს

by Ann | Декабрь 21, 2016 13:41

„ერთად დადგომა — ეს დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება – პროგრესი. ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს” ჰენრი ფორდი

„და-დუ“ — გუნდი, სადაც ერთად დგომის ფასი ყველაზე კარგად იციან. ეს 24 წლის გოგონა კი არც მეტი, არც ნაკლები სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ,,დადუ» დირექტორი და ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრია.
„არ შედგებოდა არცერთი პროექტი დადუს ახალგაზრდა, მხიარული, პოზიტიური, კრეატიული, მოტივირებული გუნდის გარეშე,“- ამბობს სათამაშოების ქსელის ახალგაზრდა დირექტორი მაიკო გელაშვილი და „დადუს“ ახალ პროექტებზე გვესაუბრება.

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a37მაიკო გელაშვილი: დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე მუშაობა ორგანიზაციაში, რომელიც ახდენდა სათამაშოების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. მომწონდა ჩემი საქმე და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდი. ასე გრძელდება დღემდე. ახლა 24 წლის ვარ, განათლება მაქვს მიღებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა „და-დუ“-ში?

-სამსახურის დაწყებიდან დაახლოებით 1 წელიწადში გაჩნდა იდეა, საცალო გაყიდვებისთვის საბავშვო მაღაზიათა ქსელის შექმნის შესახებ, რომლის ავტორიც არის 14 წლის ელენე(დოდოლი) ლოლაშვილი და მისგან წამოვიდა შემოთავაზება, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიმეღო.
საუბარი იმაზე, რომ მე ან ელენეს ბრენდის შექმნის გამოცდილება გვქონდა, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იქნება, თუმცა მიმდინარეობდა ათობით იდეის განხილვა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ფიქრის შედეგად მოდიოდა. აბსოლუტური მხარდაჭერა გვქონდა, ჩვენი ბრენდის დამფუძნებელისგან, ეს არის ადამიანი, რომელსაც 16 წლისას უკვე საკუთარი საქმე ჰქონდა, დიდ ბიზნესში 19 წლის ჩაერთო და მას შემდეგ 25 წელი ამ საქმეშია. რა თქმა უნდა, რომ არა ქალბატონი ხათუნა ლოლაშვილი, იმ დროისთვის 12 და 22 წლის გოგონები დამოუკიდებლად ვერაფერს შეძლებდნენ.

-რამდენი ხანია რაც „დადუში“ ხართ და როგორია თქვენთვის აქ გატარებული დრო?

-18 თვეა სათავეში ვუდგავარ საბავშვო მაღაზიათა ქსელ ”და-დუ”-ს დირექტორის სტატუსით, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს 18 თვე იყო უამრავი სასიამოვნო პროცესით დატვირთული, გავიცანი, დავმეგობრდი და გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან.
%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a31-ქართულ სათამაშოების ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, როგორ ახერხებს „დადუ“ მომხმარებლის მოხიბვლას?

-ნებისმიერი კონკურენციის პირობებში სადაც ირჩევ მომხმარებელთან ურთიერთობის გამჭვირველე გზას არ აყოვნებს მომხმარებლის ნდობა. ჩვენ ვცდილობთ უშუალოდ ვიურთიერთობოთ მომხმარებელთან, გავიზიაროთ მათი შენიშვნები და ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა. ამიტომ დავნერგეთ ისეთი აქტივობები როგორიც არის : პატარა არქიტექტორი, არტი და პატარები , მომავლის პოეტი…….. აქ ხდება ბავშვების უშუალო ჩართულობა და არ აყოვნებს გუნდური ხალისი და შეჯიბრებითობის და გამარჯვების გულანთებული ბავშვური ჟინი. „და-დუ“-ს გუნდი დღემდე ცდილობს მომხმარებლისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებასა და განხორციელებას. 2015 წელს დაახლოებით 1 თვიანი ინტერვალებით გაიხსნა «დადუს» სამი ფილიალი, ხოლო წელს სულ ცოტა ხნის წინ დადუს მეოთხე ფილიალი შეემატა ჭავჭავაძის 10 ნომერში, დასაქმდა ათობით ადამიანი, პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, თანამშრომლების დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ, კრეატიული მიდგომები და კრიტიკის მიმღებლობა, — ეს არის მთავარი მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც გამოგვარჩევს კონკურენტებისგან.

-ანუ რა მიგაჩნიათ თქვენი გუნდის უპირატესობად?
-სისტემა არ არის დოგმა. რომ შეამჩნიონ შენი ბრენდი უნდა გიყვარდეს და ამჩნევდე რა უნდა შენს მომხმარებელს და ეცადო შექმნა მათთვის მისაღები გარემო და სერვისი.

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a36ყველაზე მთავარი ჩვენს საქმეში არის კმაყოფილი მომხმარებელი, ნებისმიერი აქტივობა,რომელსაც ვახორციელებთ არის მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ზრუნვა პატარების მხიარულებასა და ბედნიერებაზე, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარგებელი ნახოს მშობელმა, ამისათვის გაფორმდა თანამშრომლობა ისეთ ფირმებთან როგორიცაა „დელფოსი“, “დანკინ დონატსი“ და „ვისოლი“, გარკვეული თანხის შენაძენზე მშობლებს გადაეცემათ ფასდაკლების ვაუჩერები, საწვავის ტალონები და სხვა.

ჩვენი ქსელი ჩართულია სოციალურ აქტივობებში, ერთ-ერთი ასეთია 25 დეკემბერს დაგეგმილი საშობაო ველორბოლა. სადაც «დადუ» მონაწილეობას იღებს თბილისის ველომოყვარულთა კლუბთან ერთად. მსვლელობის მიზანია დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებსაც უკიდურესად ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება. რბოლაში მონაწილეობას იღებენ „და-დუ“-ს გუნდის წარმომადგენლები და ასევე დამფუძნებელი, რომელიც მთავარი მოტივატორია, ყველა ასეთი პროცესის. ტრადიცულად «დადუ» მუდამ მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს პატარების მხარდასაჭერად.
რა თქმა უნდა არ შედგებოდა არცერთი პროექტი «დადუს» ახალგაზრდა, მხიარული, პოზიტიური, მოტივირებული გუნდის გარეშე, მათთან ერთად ხდება ყველა მნიშვნელოვანი აქტივობის განხილვა და რა თქმა უნდა მათი იდეები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია.

უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასევე ძალიან დიდი ბედნიერება იყო «დადუს» გუნდის წევრი, ჩართული იყო მის ყოველდღიურ საქმიანობაში, აკეთებდე საქმეს, რომელსაც უდიდესი ბედნიერება და სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის.

 

ნანახია:(1494)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/dadus-24-wlis-direqtori-da-gundi-romelic-warmatebas-gansazgvravs/