დაცემის მიზეზები (იგავი) | Jolo.ge


დაცემის მიზეზები (იგავი)

დაცემის მიზეზები (იგავი)

აფრიკელი შამანი თავის ახალგაზრდა მოწაფეს გაუძღვა ჯუნგლებში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოხუცი იყო, სწრაფი და მყარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მოსწავლე კი რამდენჯერმე წაიქცა. 

ახალგაზრდა კაცი ყოველ ჯერზე, წამოდგომისას აგინებდა მიწას, აფურთხებდა დაცემის ადგილს და ასე ცდილობდა გაჰყოლოდა მასწავლებლის ნაკვალევს.

ხანგრძლივი გზის გავლის შემდგომ, ისინი მიადგნენ წმინდა ადგილებს.
შამანი შეუჩერებლივ შემოტრიალდა და უკან გამოუყვა გზას.

– თქვენ ჩემთვის დღეს არაფერი გისწავლებიათ, – განუცხადა მოწაფემ მორიგი დაცემისას.

– რაღაც კი გასწავლე, მაგრამ შენ ამას ვერც კი მიხვდი – უპასუხა შამანმა.

– მასწავლეთ? — გაუკვირდა მოსწავლეს.

– მთელი დღე ვცდილობდი მეჩვენებინა ცხოვრებისეულ შეცდომებთან სწორი დამოკიდებულება.

– და როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?

– იგივენაირად, როგორც ყოველი დაცემისას აკეთებდი, – უპასუხა შამანმა.

მხოლოდ იმის ნაცვლად დაწყევლო, აფურთხო და აგინო დაცემის ადგილს, უნდა ეცადო და აღმოაჩინო ის, თუ რამ გაიძულა დაცემა. 

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(491)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამი რამ გამოავლენს ადამიანს …

— სამი რამ არასდორს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა. — სამი რამ არ უნდა დაკარგოთ: სიმშვიდე, იმედი, ღირსება. — სამი


„შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!!!“

ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე არის ერთი პაწაწუნა, უწყინარი ცხოველი. ის არავის და არაფერს არ ერჩის, რა თქმა უნდა, თუ არ გადაწყვეტ მის მოშინაურებას.


თქვენი ორი სამყარო

თუ აზრებს განვიხილავთ, როგორც მატერიალურს ე.ი. ის არსებობს ჩვენს გვერდით რეალობაში მატერიალური რეალობა და ჩვენი აზრები უნდა მივუახლოოთ ერთმანეთს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთდროულად ორ სამყაროში, ორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<