დაავადებები, რომლებსაც სიცილი კურნავს — „სიცილი წამალია“

by admin | Декабрь 25, 2016 23:50

სიცილი ყველას შეუძლია, განურჩევლად იმისა, მდიდარია თუ ღარიბი, ზარმაცი თუ ბეჯითი. მნიშვნელობა არც იმას აქვს, როგორ გაცვია, სად მუშაობ და რა ტემპერამენტის პატრონი ხარ. სიცილი ახალისებს, აჯანსაღებს, აახალგაზრდავებს…

„ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა” – ასე ეძახიან ამერიკელ ჟურნალისტსა და ფსიქოლოგს ნორმან კაზინსს. გაზვიადება არ გეგონოთ – მან სიცილით მართლაც დაამარცხა სიკვდილი.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კაზინსს სახსრების იშვიათი დაავადება დაემართა. როდესაც ექიმებმა განკურნების იმედი გადაუწურეს და შინ გაისტუმრეს, მან გადაწყვიტა, სენს საკუთარი მეთოდით შებრძოლებოდა – ოთახში ჩაიკეტა და კომედიების ყურებაში გაატარა რამდენიმე დღე. შედეგი მართლაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფს ტკივილმა გაუარა, ერთი თვის შემდეგ სიარული დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდა.

სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყეს მსოფლიოში ადამიანის ჯანმრთელობაზე სიცილის გავლენის შესწავლა, თავად კაზინსმა კი სპეციალური კათედრა შექმნა, სადაც დღეს სიცილის თერაპიის 600-მდე სპეციალისტი მუშაობს. ისინი სიცილით მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს სწავლობენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები.

სიცილი აუმჯობესებს განწყობასა და თვითშეგრძნებას. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების – დოფამინის, სეროტონინისა და “ბედნიერების ჰორმონის” ენდორფინის – ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება. თანაც დროული ხუმრობის პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. სიცილი სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშიცაა, რომლის დროსაც კუნთების 80 ჯგუფი ერთდროულად მოქმედებს: მოძრაობს მხრები, ვიბრირებს დიაფრაგმა… მეცნიერები ამბობენ, რომ ერთწუთიანი სიცილი ოცწუთიან ფიტნესს უდრის.

, ვუყუროთ სასაცილო გადაცემებს, ფილმებს, ხშირად ვიკითხოთ ანეკდოტები.

მათი აზრით, მთავარია, ვირწმუნოთ სიცილის ძალა, რათა ავადმყოფობა ადვილად ვერ მოგვერიოს. სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას და სასარგებლოა ორსულებისთვის. ქვეყნებში, სადაც სიცილის თერაპიას აქტიურად მისდევენ, მას სამშობიარო შეტევების პირველ ეტაპზე იყენებენ. სეანსი საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილის.

სიცილს, ისევე როგორც სხვა წამლებს, უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, თიაქრის, თვალისა და ფილტვის დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის დროს დიდხანს სიცილი რეკომენდებული არ არის. სიცილი საშიშია, როცა არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება ან ოპერაციის შემდგომი გართულება. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება, მან არ უნდა დაძაბოს კუნთები. ყველა დანარჩენისთვის კი სიცილი წამალია.

აშშ-ში, სადაც სიცილით თერაპიის უამრავი სპეციალისტია, სიცილის ცენტრებიც კი მოქმედებს. ხალხი იქ ისევე დადის, როგორც ფიტნესკლუბში, აუზზე ან კორტებზე. ჯგუფური სეანსების დროს გუნებაზე მოსვლა გაცილებით ადვილია, შედეგიც – უფრო ხანგრძლივი.

 

 

ნანახია:(2828)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/daavadebebi-romelsac-sicili-kurnavs/