„დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი“… | Jolo.ge


„დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი“…

„დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი“…

თუ კარგად დავაკვირდებით დაღამებას — მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით ვარსკვლავიან ცას — მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით გათენებას — მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით მზის ამოსვლას — მშვენიერია.
თუმცა ჩვენ საკუთარი ცხოვრების ორომტრიალით გადაღლილები ვერ ვამჩნევთ ამ მშვენიერებას.
ამ დროს აუცილებელია შეჩერება, თუნდა ერთი წამით. ეს წამი საკმარისია, რომ ჩვენ შევამჩნიოთ ცხოვრება. ეს არის ნამდვილი ცხოვრება, მისი გემო, სურნელი, ფერი, ბგერა, გრძნობა…
ეს ჰგავს სწრაფად მიმავალი მანქანიდან დანახული ლამაზ მინდორს, სადაც ულამაზესი ყვავილები ჰყვავიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ნაკადული მოჩქეფს.
თუ ჩვენ მანქანას არ შევაჩერებთ, მაშინ ვერ ვიგრძნობთ ამ ულამაზესი ადგილის საოცრებას, საერთოდ ვერ შევამჩნევთ მას. ასევეა ცხოვრებაშიც, ჩვენ ისე გვეჩქარება, რომ დაღამების ან გათენების მშვენიერებასაც კი ვერ ვამჩნევთ.
და ამისთანა მშვენიერი რამდენი რამ არის ამ ქვეყანაზე?!
დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი ან მთავარი როლის შემსრულებელი, იყავით მაყურებელიც — დააკვირდით კარგად ცხოვრებას და დაიწყეთ მასში მშვენიერების დანახვა.
დანახვა, რადგან ყურება სხვაა და ხედვა სხვა…
დაინახეთ მშვენიერება!

რამაზ გიგაური

ნანახია:(271)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სწორედ ამ მომენტიდან მოხდება დიდი ცვლილებები“…

„ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა… ამიტომაც დრო არ გვაქვს ფიქრის, და უნდა ვიცხვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც ბედნიერებას და ბალანსს მოგვიტანს ცხოვრებაში. ასეთი


არასოდეს არაფერი სთხოვოთ არავის, არავის აქვს ის რაც თქვენ გინდათ

ერთი ლეგენდის მიხედვით, პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჭეშმარიტება შეეცნო, სახლიდან წავიდა და მთელი სამყარო მოიარა, დაეუფლა მედიტაციას, უმაღლეს იოგას,


კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია

თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, შეეცადეთ წარმატებულად გამოიყურებოდეთ! პირველ და ყველაზე მტკიცე წარმოდგენას ადამიანზე ტანსაცმელი ქმნის. იცოდით, რომ გაკოტრებულმა Napoleon


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*