„დააგროვეთ“ 200 ღიმილი | Jolo.ge


„დააგროვეთ“ 200 ღიმილი

„დააგროვეთ“ 200 ღიმილი

გაიღიმეთ ხშირად და „დააგროვეთ“ 200 ღიმილი დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა საშუალოდ 5 წუთში ერთხელ გაიღიმოთ. 

ღიმილის რაოდენობით ადვილად შეიძლება განსაზღვრო ადამიანი გაცნობიერებულად ცხოვრობს თუ ინსტიქტებით. მაგალითად ბავშვები დღეში საშუალოდ 400-ჯერ იღიმიან თურმე. ხოლო მოზრდილები კი საშუალოდ — 20 ჯერ.

მეცნიერების გათვლით, იმისთვის, რომ ავავსოთ ჩვენი, სხეული, სული და გონება  ბედნიერებისთვის საჭირო ჰორმონებით, საჭიროა დღეში მინიმუმ 200-ჯერ გაღიმება. ამიტომ, გაცნობიერებული ადამიანი რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის იღიმის დღეში მინიმუმ 200 ჯერ. ხოლო ის ვინც გაუცნობიერებლად ცხოვრობს, ანუ ინსტიქტებით, იმდენჯერ იღიმის, რამდენჯერაც გაუმართლებს. ანუ რამდენჯერაც მოისმენს იმ დღეს რაიმე სასიხარულოს ან სასაცილოს.

წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ორგანიზმი არის ბედნიერების გენერატორი და ამ გენერატორის სახელური უნდა დავატრიალოთ ორასჯერ, რომ მთელი დღის სამყოფი ბედნიერების ენერგიით ავივსოთ. ერთი ღიმილი ვერაფერს შეცვლის. ეს იმის ტოლფასია, რომ ღრმა წყალში აღმოჩენილმა ხელი ერთხელ მოუსვა და ელოდო რომ გადარჩები. აი 200 ღიმილი კი, უკვე ის მინიმალური დონეა ენერგიისა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ბედნიერებას მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ თავიდან უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ბედნიერი და შემდეგ უკვე ბედნიერების ენერგია დაგვეხმარება მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს.

ხვიჩა მებონია

წყარო: ტრენინგ-თამაში „სუპერეფექტურობა“

http://mebonia.net/superefeqturoba

 

ნანახია:(577)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ბედი გამ-ბედ-ავ ადამიანებს უღიმის, ასე რომ, გაბედეთ“ — რამაზ გიგაური

შეეკითხეთ საკუთარ თავს, „რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ და თითოეული მიზნის მიღწევისთვის რა კონკრეტული გეგმა გამაჩნია?“ გაეცით ამ კითხვას მტკიცე პასუხი.


„ეს არასოდროს არის გვიან!“ — თამარ კვარაცხელია

მღერი, ცეკვავ, წერ, ხატავ, უკრავ… და მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ გამოდგის… აკეთებ, აკეთებ, აკეთებ, რადგან ეს შინაგანად გინდა ,


საიდუმლო დეტალებშია!.. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე!

იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის ჰარმონიული განვითარება, საჭიროა სიყვარულის მთავარ პრიორიტეტად დაყენება. ამისათვის საჭიროა ადამიანმა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი: 1. წარსული, აწმყო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*