«და თუ მაინც გადაწყვიტე წახვიდე, დაფიქრდი»… | Jolo.ge


«და თუ მაინც გადაწყვიტე წახვიდე, დაფიქრდი»…

«და თუ მაინც გადაწყვიტე წახვიდე, დაფიქრდი»…

და… თუ ოდესმე გადაწყვიტეე წახვიდე შენი ქვეყნიდან შორს, საზღვრებს მიღმა, კარგად დაფიქრდი… დაფიქრდი, რადგან არ დაბრუნდე შესაძლოა რამდენიმე კვირაში… შესაძლოა ბევრი წელი ვეღარ ნახო შენი სამშობლო…

ჯერ პროტესტი დაგეწყება ახლად ჩამოსულს… შენი ქვეყნის სურნელი, სანამ მოგყვება გულს გითრთოლებს… მერე ნელ-ნელა სურნელი ქრება და მეხსიერებაში ჩარჩენილი ძველი კადრებიც უფერულდება… დღეები მიდის, შენ კი თითქოს ერთ ადგილზე ხარ გაჩერებული. იმ ნავს ჰგავხარ ზღვაში ჩარჩენილს, მესაჭე რომ არ ჰყავს,  ტალღები რომ ეხეთქება დაა მიაქროლებს უმისამართოდ…

ეძებ, ეძებ და ვერ გიპოვია მისამართი იმ ადგილის სადაც იპოვი შენს თავს… არსად ისე მალე და ნელა არ გადის დრო, როგორც საზღვრებს მიღმა… ერთი დღე ერთ საუკუნედ იქცევა და ერთი საუკუნე ერთ დღეთ…

შენი შვილების თვალები არ გასვენებს… თვალები სადგურთან, რომ გამოგაცილა… მშობლის დარდი, შენი სითბო რომ დააკლდა… იმ ძვირფას ადამიანებს ვეღარ ხედავ თვალის ჩინივით, რომ გიფრთხილდებოდნენ და უფრთხილდებოდი..

შენი ქუჩები გენატრება, შენი მზე… სამშობლოს მზე სულ სხვანაირია…

ბავშვს, დედა რომ წაართვა, როგორი სევდიანი და გულჩათხრობილი გახდება ბავშვი! ასეთ ბავშვს ემსგავსება  სამშობლოს მოწყვეტიილი ადამიანიც…

ბაღში მოწყვეტილ ლამაზ ყვავილს წყალში თუ არ ჩადებ მალევე დაჭკნება… ასევეა ადამიანიც, მოწყვეტილი იმ ბაღიდან რასაც სამშობლო ჰქვია. წყალს ეძებს, შვებას ეძებს, ხსნას ეძებს, ისეთ ადგილს ეძებს, რაც აგრძნობინებს თავს შინ! მაგრამ „შინ“ შორია, ყოველი ძიება ამაოა, შინ არსადაა…

გაორებული ხარ, თითქოს ეჩვევი მეორე სამშობლოს, მაგრამ ორი დედა?

მერე ხდება საკუთარ თავის  გაცნობა, უკეთ შეცნობა, ადამიანების გაცნობაც, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება… უცხო მიწაზე ხელმეორედ იბადები და ხელმეორედ იდგამ ფეხს, დიდი ცხოვრებაც იწყება, მაგრამ მაინც ის ძველი დღეები გახსენებს თავს ხშირად… ეს ყოველივე იმას ჰგავს, ადამიანი ფეხს რომ მოიტეხს, მოურჩება, მაგრამ წვიმიან ამინდებში ისევ ახსენებს თავს ტკივილი, უცხო მიწაზე კი სულ წვიიმს, გამუდმებით… სულში წვიმს თითქოს და ხშირად გეჩვენება, რომ გახაფხულზე აყვავებული იებიც კი გაიყინა, იები მხოლოდ შენს სამშობლოში ყვავილობს… აი, ის იები გაზაფხულს რომ მოგიყვანს…  უცხო მიწაზე კი ყოველ მდელოზე ამოსულ იას ზამთარი მოაქვს…

და თუ მაინც გადაწყვიტე წახვიდე, დაფიქრდი, საზღვრებს მიღმა სულ სხვანაირი გაზაფხული იცის…

 

ნანახია:(1041)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რით იქნება გამორჩეული მწვანე თხის წელი? — ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

დამდეგი 2015 წელი მწვანე თხის წელია. როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, წელს ადამიანებს გაუძნელდებათ ამა თუ იმ საკითხზე კონსესუსის მიღწევა,


„აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“ — გიორგი კეკელიძე

ჩემი წერილი სანტ-კლაუსს. პირველი. გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიური სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა.


«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ»

«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ. ქართველი კაცები იყვნენ, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ ოსმალების, სპარსელების, არაბებისა და ათასი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<